You are here: პროგრამის შესახებ
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
პროგრამის შესახებ

პროგრამის შესახებ

კომპანია „Apex" გთავაზობთ სავაჭრო ობიექტზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას "ApexPos", თანამედროვე სრულფუნქციონალურ კომპიუტერულ სისტემას, რომელიც განკუთვნილია სავაჭრო ობიექტებზე საქონლის საცალო და საბითუმო რეალიზაციის პროცესის ავტომატიზაციისათვის. სისტემის მარტივი ინტერფეისი და მისი მოცულობა, მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ შრომითი რესურსები და გაიმარტივოთ სამუშაო. პროგრამა გათვალისწინებული, მორგებული და დახვეწილია მომხმარებლის სურვილისამებრ. კომპანია „Apex" აერთიანებს ორ პროგრამას „Apex ERP“ და "ApexPos" რომელიც შინაარსობრივად განკუთვნილია Front Office და Back Office-სთვის. Back Office - პროგრამის მეშვეობით აკონტრლებს მის ქსელში ჩართულ მაღაზიის საქმიანობას, მათ დღიურ რეალიზაციებს, როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნებას, თანხის ბრუნვას, ნაშთებს, რათა ქსელის ნებისმიერი ობიექტის შესახებ ყოველი საოპერაციო დღის შედეგი ჰქონდეს სრულყოფილი. "ApexPos" პროგრამა მიბმულია „Apex ERP“-ზე, შესაბამისად მომხმარებლების დარეგისტრირება ხორციელდება „Apex ERP“-ში, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ სისტემაში იმუშაონ სასურველი რაოდენობის მომხმარებლებმა და მისცეთ წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობები, რომელთა დელეგირებას ახდენს Back Office მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. 

ინფორმაციულ ბაზაში აღრიცხვის წარმოება საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სახის ფინანსური დოკუნეტი მოამზადოთ უმცირეს დროში როგორც გარე ისე შიდა მომხმარებლებისთვის. 

პროგრამა მუშაობს ავტონომიურად. „Apex ERP“-ის სისტემასთან ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს. 

პროგრამის ინტერფეისი მოცემულია შემდეგი სახით: 

 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!