You are here: Z ბრუნვა
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
Z ბრუნვა

"Z-ბრუნვის” ფორმაში გადასვლისათვის გამოიყენეთ მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება: 

 

საკონტროლო–სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ეკისრებათ ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ პირებს, რომლებიც საქონლის მომხმარებლისათვის მიწოდებას ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით აწარმოებენ, შესაბამისად ყოველი საოპერაციო დღის დასრულებისას უნდა განხორციელდეს საკონტროლო სალარო აპარატის და სისტემაში რეალიზებული საქონლის თანხის შედარება, როდესაც მუშაობას ვიწყებთ ისეთ ობიექტზე რომელსაც აქვს მუშაობის ისტორია მაშინ საჭიროა ახალი ცვლის გახსნა.მენიუს ფანჯარაში განთავსებული ბრძანება "Z-ბრუნვა" გვაძლევს მიმდინარე ცვლის დახურვის საშუალებას. 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის დამატებითი ფორმა, რომელიც შემდეგი სახით არის სისტემაში წარმოდგენილი: 

 

ცვლის დახურვა და "Z-ანგარიშის" სისტემიდან ამოღება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • Z-ბრუნვა სალაროდან-ღილაკის გამოყენებით გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
 

თანხმობის ღილაკის გამოყენების შედეგად ეკრანზე ავტომატურად განთავსდება ფორმა "ფულის ამოღება", მომდევნო ეტაპზე კი "Z-ბრუნვის" ქვითარი და ქვითრის ბეჭდვის პარამეტრები (Print Preview). ქვითარში დეტალურად არის აღწერილი საოპერაციო თარიღში განხორციელებული ოპერაციები. 

  • Z-ბრუნვა პინპადიდან-ღილაკის გამოყენებით გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
 

თანხმობის ღილაკის გამოყენებით გაგრძელდება მუშაობა, თუ სალაროსთან დაკავშირებული არის ერთი პინპად/ტერმინალი ავტომატურ რეჟიმში ხდება Z-ბრუნვის ამოღება, ხოლო თუ რამოდენიმეა ეკრანზე განთავსდება პინპად/ტერმინალის ამოსარჩევი ფანჯარა: 

 

ამორჩევის ღილაკის გამოყენებით გაგრძელდება ოპერაციის შესრულება შემდეგი სახით: 

 

წარმატებით დასრულების შემთხვევაში ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის გამაფრთხილებელი შეტყობინება: 

 

პინპად/ტერმინალის "Z-ბრუნვა" ამოიბეჭდება შემდეგი სახით: 

 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!