You are here: ცვლის გახსნა
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ცვლის გახსნა

მომხმარებლის სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ, აუცილებლობას წარმოადგენს პროგრამაში "ცვლის გახსნა", რათა საქონლის რეალიზაცია აისახოს მიმდინარე დღის თარიღით. "ცვლის გახსნის" შესაძლებლობა არ აქვს სისტემაში დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს, შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ისეთ მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია უფლება. 

"ცვლის გახსნის" ფორმაში გადასვლისათვის გამოიყენეთ მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება: 

 

მომხმარებლის სისტემაში შესვლის შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფანჯარა სტანდარტული ბრძანებებით, რომელიც გვაძლევს "ცვლის გახსნის" საშუალებას. 

თუ ვიწყებთ მუშაობას ახალ ობიექტზე "ცვლის გახსნა" ბრძანების გამოყენებისის შემთხვევაში ეკრანზე გამოდის შემდეგი ფორმა: 

 

წინა ცვლის თარიღის ველი ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იხსნება "პირველი" ცვლა და აღნიშნულ თარიღამდე არ განხორციელებულა სალაროს ოპერაციები. "შესრულება" ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოვა პროგრამის ინტერფეისი იმ განსხვავებით, რომ აქტიური იქნება ღილაკი "ოპერაციები" და მისი გამოყენების შემდეგ ეკრანზე გაიშლება სამუშაო მაგიდა, სადაც უკვე შესაძლებელია სალაროს ოპერაციების შესრულება; 

 

თუ მუშაობას ვაგრძელებთ ობიექტზე, რომელსაც აქვს მუშაობის ისტორია, მაშინ "ცვლის გახსნა" ბრძანების გამოყენებისას ეკრანზე გამოვა შემდეგი ფანჯარა: 

 

ახალი ობიექტის ცვლის გახსნისგან განსხვავებით წინა ცვლის თარიღი შევსებულია, რაც ნიშნავს, რომ წინა ცვლაში განხორციელებული ოპერაციები დახურულია და იხნება ახალი ცვლა. დააჭირეთ მაუსი ბრძანებაზე "შესრულება", ეკრანზე გამოვა პროგრამის ინტერფეისი იმ განსხვავებით, რომ აქტიური იქნება ღილაკი "ოპერაციები" და მისი გამოყენების შემდეგ ეკრანზე გაიშლება სამუშაო მაგიდა, სადაც უკვე შესაძლებელია სალაროს ოპერაციების შესრულება.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!