სათაური |
აღწერა |
ბანკები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „სხვა“ (ცნობარები => ბანკები). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ბანკები". მისი დანიშნულებაა "ბანკების" (დასახელებების) ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება კლიენტისათვის ბანკის ანგარიშის მისაბმელად, ხოლო კლიენტის მიბმა ხდება ანალიზურ ანგარიშებზე. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმაში არსებული "ბანკების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის სისტემაში წარმოდგენილი. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ბანკები": ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
ახალი ბანკის დასამატებლად საჭიროა შეივსოს სვეტები:
| |
რეალიზატორები-არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „სხვა“ (ცნობარები => რეალიზატორები). ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "რეალიზატორები". მისი დანიშნულებაა "რეალიზატორის" (შუამავალის) ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება რეალიზაციის სხვადასხვა ფორმაში (მაგ: აფთიაქების შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული ექიმის რეალიზატორის სახით მიბმა რეალიზაციის საბუთზე, შედეგად კი ანალიზურ ფორმაში მივიღოთ ინფორმაცია რომელმი ექიმის მიხედვით რა თანხის და რაოდენობის საქონელია ორგანიზაციიდან გასული). განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმაში არსებული ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის სისტემაში წარმოდგენილი. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "რეალიზატორები": ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
| |
სერვისები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „სხვა“ (ცნობარები => სერვისები). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სერვისები". მისი დანიშნულებაა "სერვისების" ცნობარის სახით შექმნა, რომელიც გამოიყენება მომსახურების ოპერაციის დროს. მომსახურება ეს არის ნებისმიერი სახის საქმიანობა, ან სარგებელი, რომელსაც ერთი მხარე სთავაზობს მეორეს. მომსახურება თავისი არსით არანივთობრივი, არათვალსაჩინოა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეუძლებელია მისი დანახვა, მოსმენა, ხელით შეხება და იგი არ გულისხმობს მფლობელობასა და საკუთრების გადაცემას. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა სისტემაში არსებული "სერვისების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის წარმოდგენილი. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა „სერვისები“: რომელსაც აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
| |
ფილიალები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „სხვა“ (ცნობარები => ფილიალები). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ბრძანების შესაბამისი დასახელების ფორმა. მისი დანიშნულებაა სისტემის ცნობარებში ფილიალის დასახელების შეყვანა, ფილიალის დასახელებებზე ანალიზური ანგარიშების მიბმა და ფილიალში საქონლის თავმოყრა (ფორმაში ჩანს ანალიზური ანგარიშები, რომელსაც ჩართული აქვს რაოდენობრივი, თუ რაოდენობრივი ანალიზური ანგარიში მიბმულის არ არის ფილიალზე და საბუთი პროექტის სტატუსით არის ასახული, მისი მოხსნა საბუთზე შეუძლებელია), რომელიც გამოიყენება ერთის მხრივ "Apex ERP"-ში "ფასების დადგენა (ფილიალი)" შემთხვევაში და მეორეს მხრივ "Apex ERP"-დან "Apex RPS"-ში სარეალიზაციო საქონლის დასახელებების განსათავსებლად (საწყობის ანალიზური ანგარიში). ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე... დაწვრილებით |