Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 

ფორმების გამოყენება ოპერაციებში

 

მემორიალური ორდერი-მემორიალური ორდერის საშუალებით ხდება ნებისმიერი სტანდარტული ბუღალტრული ოპერაციის გატარება კომპანიის შიდა ანგარიშებს შორის. წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი-სალაროს შემოსავლისა და სალაროს გასავლის ორდერის საშუალებით ხდება, ფულადი სახსრების სტანდარტული ბუღალტრული ოპერაციების გატარება. წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმებს, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაფარვა-ფორმები გამოიყენება როგორც დებიტორული, ასევე კრედიტორული დავალიანების დასაფარად (ნაღდი, უნაღდო). თითოეული ფორმა წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
საქონლის ფორმები, წარმოება, მომსახურება-ფორმები გამოიყენება საქონლის შეძენის, წარმოების, ასევე საკუთარი მასალით მომსახურების გაწევის დროს. თითოეული ფორმა წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
რეალიზაციის ფორმები-რეალიზაციის ფორმების საშუალებით ხდება სხვადასხვა სახის ბუღალტრული ოპერაციის გატარება. ფორმები გამოიყენება, როგორც საბითუმო, საცალო ასევე ექსპორტით რეალიზაციისათვის. წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმებს, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
ძირითადი საშუალებები-ძირითადი საშუალების ფორმების საშუალებით ხდება სხვადასხვა სახის ბუღალტრული ოპერაციის გატარება. ფორმები გამოიყენება ძირითადი საშუალებების რეგისტრაციის, გადაადგილების, ლიკვიდაციის, წარმოების, დაშლის, ძირითადი საშუალების დაშლას ძირითად საშუალებად და საქონლად, ძირითადი საშუალების დაშლას სქონლად, იმპორტის, რეალიზაციის და ჩამოწერისათვის. თითოეული ფორმა წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
Copyright (c) 2016. All rights reserved.