Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
2010-ძირითადი საშუალების დაშლა ძირითად საშუალებად და საქონლად

2010-ძირითადი საშუალების დაშლა ძირითად საშუალებად და საქონლად-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2010. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალების დასაშლელად და მიიღება როგორც საქონელი ასევე ძირითადი საშუალება (დოკუმენტი- 0000 გასავლის ზედდებული). ასრულებს ოთხ ბუღალტრულ გატარებას:

  1. ძირითადი საშუალების დაშლა და ძირითადი საშუალების მიღება;
  2. ძირითადი საშუალების დაშლა და საქონლის შემოსავალში აყვანა;
  3. მოგება/ზარალი;
  4. ცვეთის გადახურვა ძირითადი საშუალების ანგარიშზე.
 

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:

  • 1-ლი გატარების როგორც დებეტის (ძირითადი საშუალება რომელსაც ვიღებთ დაშლის შედეგად) ასევე კრედიტის (ძირითად საშუალებას რომელსაც ვშლით) გარაფაში მიეთითება "ძირითადი საშუალების ანგარიში" .
  • მე-2-ე გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "საქონლის"-ს (საწყობის) საბალანსო ანგარიში (1610) და კრედიტის გარაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21). ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს დებეტში ექნება საქონლის (საწყობის)ანგარიშის არჩევის შესაძლებლობა, ხოლო კრედიტში ძირითადი საშუალების.
  • მე-3-ე გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "არასაოპერაციო ხარჯი"-ს(82), ხოლო კრედიტში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21).
  • მე-4-ე გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "ძირითადი საშუალებების ცვეთა", ხოლო კრედიტის გარაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში".
იხილეთ აგრეთვე:

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!