2011-ძირითადი საშუალების დაშლა საქონლად-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2011. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალების დასაშლელად და შედეგად მიიღება საქონელი (დოკუმენტი- 0000 გასავლის ზედდებული). ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:
- ძირითადი საშუალების დაშლა და საქონლის შემოსავალში აყვანა;
- მოგება/ზარალი;
- ცვეთის გადახურვა ძირითადი საშუალების ანგარიშზე.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
- 1-ლი გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "საქონლის"-ს (საწყობის) საბალანსო ანგარიში (1610) და კრედიტის გარაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21). ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს დებეტში ექნება საქონლის (საწყობის)ანგარიშის არჩევის შესაძლებლობა, ხოლო კრედიტში ძირითადი საშუალების.
- მე-2-ე გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "არასაოპერაციო ხარჯი"-ს (82), ხოლო კრედიტში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21).
- მე-3-ე გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "ძირითადი საშუალებების ცვეთა" (22), ხოლო კრედიტის გარაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21).
იხილეთ აგრეთვე: