Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ძირითადი საშუალებები

ძირითადი საშუალებები-ძირითადი საშუალების ფორმების საშუალებით ხდება სხვადასხვა სახის ბუღალტრული ოპერაციის გატარება. ფორმები გამოიყენება ძირითადი საშუალებების რეგისტრაციის, გადაადგილების, ლიკვიდაციის, წარმოების, დაშლის, ძირითადი საშუალების დაშლას ძირითად საშუალებად და საქონლად, ძირითადი საშუალების დაშლას სქონლად, იმპორტის, რეალიზაციის და ჩამოწერისათვის. თითოეული ფორმა წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID).

სათაური 
აღწერა 
2006-ძირითადი საშუალებების გადაადგილება-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2006. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალებების გადაადგილების აღრიცხვისათვის (დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ორ ბუღალტრულ გატარებას:
  1. ძირითადი საშუალების გადაადგილება;
  2. ცვეთის გადატანა.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს.

იხილეთ აგრეთვე: 
2007-ძირითადი საშუალებების ლიკვიდაცია-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2007. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის დროს (დოკუმენტი-0008 სხვადასხვა გასავალი) ასრულებს ორ ბუღალტრულ გატარებას:
  1. ცვეთის გადახურვა, ძირითადი საშუალების ანგარიშზე;
  2. სხვა არასაოპერაციო ხარჯი, ძირითადი საშუალების ხარჯად აღიარება.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • 1-ლი გატარების დებეტის გრაფაში მიეთითება "ძირითადი საშუალებების ცვეთა" (22), ხოლო კრედიტში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21).
  • მე-2-ე გატარების დებეტის გრაფაში მიეთითება "არასაოპერაციო ხარჯი"-ს საბალანსო ანგარიში (82) და კრედიტის გრაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21). ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების... დაწვრილებით 
2008-ძირითადი საშუალების წარმოება-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2008. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალების წარმოებისთვის შედეგად მიიღება ახალი ძირითადი საშუალება (დოკუმენტი- 0000 გასავლის ზედდებული). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას:
  • ძირითადი საშუალების მიღება.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • დებეტის გრაფაში მიეთითება "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21), ხოლო კრედიტის გრაფაში "ძირითადი საშუალების ნაგარიში" სადაც წარმოების შედეგად დანახარჯთა ერთობლიობა არის თავმოყრილი.

იხილეთ აგრეთვე:


მონტაჟი/კომპლექტაცია. 
2009-ძირითადი საშუალების დაშლა-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2009. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალების დასაშლეად და შედეგად მიიღება ახალი ძირითადი საშუალება (დოკუმენტი- 0000 გასავლის ზედდებული). ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:
  1. ძირითადი საშუალების მიღება და ძირითადი საშუალების ჩამოწერა;
  2. ძირითადი საშუალების დაშლის შედეგად მიღებული ზარალი;
  3. ცვეთის გადახურვა ძირითადი საშუალების ანგარიშზე.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • 1-ლი გატარების დებეტის ველში მიეთითება "ძირითადი საშუალების ანგარიში" (მისაღები) საბალანსო ანგარიში (21) და კრედიტის გრაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21). ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს დებეტის და... დაწვრილებით 
2010-ძირითადი საშუალების დაშლა ძირითად საშუალებად და საქონლად-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2010. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალების დასაშლელად და მიიღება როგორც საქონელი ასევე ძირითადი საშუალება (დოკუმენტი- 0000 გასავლის ზედდებული). ასრულებს ოთხ ბუღალტრულ გატარებას:
  1. ძირითადი საშუალების დაშლა და ძირითადი საშუალების მიღება;
  2. ძირითადი საშუალების დაშლა და საქონლის შემოსავალში აყვანა;
  3. მოგება/ზარალი;
  4. ცვეთის გადახურვა ძირითადი საშუალების ანგარიშზე.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • 1-ლი გატარების როგორც დებეტის (ძირითადი საშუალება რომელსაც ვიღებთ დაშლის შედეგად) ასევე კრედიტის (ძირითად საშუალებას რომელსაც ვშლით) გარაფაში მიეთითება "ძირითადი საშუალების ანგარიში"
.... დაწვრილებით 
2011-ძირითადი საშუალების დაშლა საქონლად-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2011. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალების დასაშლელად და შედეგად მიიღება საქონელი (დოკუმენტი- 0000 გასავლის ზედდებული). ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:
  1. ძირითადი საშუალების დაშლა და საქონლის შემოსავალში აყვანა;
  2. მოგება/ზარალი;
  3. ცვეთის გადახურვა ძირითადი საშუალების ანგარიშზე.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • 1-ლი გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "საქონლის"-ს (საწყობის) საბალანსო ანგარიში (1610) და კრედიტის გარაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21). ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს დებეტში ექნება საქონლის (საწყობის)ანგარიშის არჩევის შესაძლებლობა, ხოლო კრედიტში ძირითადი... დაწვრილებით 
2014-ძირითადი საშუალებები იმპორტი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2014. ფორმა გამოიყენება იმპორტით მიღებული ძირითადი საშუალებების შემოსავალში ასაყვანად(დოკუმენტი- 0009 შემოსავლის ზედდებული). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას.



ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • დებეტის ანგარიშის გარაფაში მიეთითება ძირითადი საშუალებების საბალანსო ანგარიში (21) და კრედიტის ანგარიშის გარაფაში კი მომწოდებლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (3110), ამიტომ იმპორტის ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დებეტში მხოლოდ ძირითადი საშუალებების ანგარიშები, ხოლო კრედიტში-მომწოდებლები.

იხილეთ აგრეთვე: 
2017-ძირითადი საშუალებების რეალიზაცია-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2017. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალებების რეალიზაციის ოპერაციის ასაწყობად (დოკუმენტი- 0009 შემოსავლის ზედდებული). ასრულებს ოთხ ბუღალტრულ გატარებას:
  1. სხვა არასაოპერაციო ხარჯი, ძირითადი საშუალების ჩამოწერა.
  2. მოთხოვნის დარიცხვა, შემოსავალი ძირითადი საშუალების რეალიზაციიდან.
  3. მოთხოვნის დარიცხვა, გადასახდელი დღგ.
  4. ცვეთის გადახურვა, ძირითადი საშუალების ანგარიშზე.

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • 1-ლი გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "არასაოპერაციო ხარჯი"-ს საბალანსო ანგარიში (8290) და კრედიტის გარაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21). ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს დებეტში ექნება ხარჯის ანგარიში, ხოლო... დაწვრილებით 
2024-ფიქსირებული აქტივების რეგისტრაცია-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2024. ფორმა გამოიყენება შიდა ბაზარზე შესყიდული ძირითადი საშუალებების შემოსავალში ასაყვანად(დოკუმენტი- 0009 შემოსავლის ზედდებული). ასრულებს ორ ბუღალტრულ გატარებას:
  1. ძირითადი საშუალების შემოსავალში აყვანა;
  2. გადახდილი დღგ-ს გატარება.


ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გარაფაში მიეთითება ძირითადი საშუალებების საბალანსო ანგარიშის ნომერი (21) და კრედიტის ანგარიშის გარაფაშიკი მომწოდებლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (3110), ამიტომ ძირითადი საშუალების შეძენის ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დებეტში მხოლოდ ძირითადი საშუალებები, ხოლო კრედიტში-მხოლოდ მომწოდებლები.
  • მე-2-ე გატარების შაბლონში ჩაწერილია გადახდილი დღგ-ს... დაწვრილებით 
2070-ძირითადი საშუალების ჩამოწერა-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2070. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალების ჩამოსაწერად (დოკუმენტი- 0008 სხვადასხვა გასავალი). ასრულებს ორ ბუღალტრულ გატარებას:
  1. სხვა არასაოპერაციო ხარჯი, ძირითადი საშუალების ჩამოწერა;
  2. ცვეთის გადახურვა ძირითადი საშუალების ანგარიშზე

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშის მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
  • 1-ლი გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "არასაოპერაციო ხარჯი"-ს საბალანსო ანგარიში (82) და კრედიტის გარაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21). ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს დებეტში ექნება ხარჯის ანგარიში, ხოლო კრედიტში აირჩიოს ძირითადი საშუალების ანგარიში.
  • მე-2-ე გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "... დაწვრილებით 
  • Copyright (c) 2016. All rights reserved.
    რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!