1076-"საქონლის რეალიზაცია ყუთებით"-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1076. ფორმა გამოიყენება საქონლის ყუთებით რეალიზაციის აღსარიცხად (დოკუმენტი- 0000 გასავლის ზედდებული).
ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას:
- რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით ჩამოწერა;
- შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან;
- გადასახდელი დღგ საქონლის რეალიზაციიდან.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:
- 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაში მიეთითება რეალიზებული (შეძენილი) საქონლის თვითღირებულების საბალანსო ანგარიშის ნომერი (7210) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი საქონლის (საწყობი)საბალანსო ანგარიშის ნომერი (1610);
- მე-2-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია მომწოდებლების საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტის გრაფაში-საბალანსო ანგარიში "შემოსავალი საქონლისა და მზა პროდუქციის რეალიზაციიდან" (6110);
- მე-3-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია მომწოდებლების საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტში "საქონლის რეალიზაციაზე დარიცხული დღგ"-ს ანალიზური ანგარიში (3330000100).
გასაყიდი საქონლის ფასები ამოაქვს "რეგისტრირებული საქონლის" ცნობარის საბითუმო ფასის სვეტიდან.
"საქონლის რეალიზაცია ყუთებით" ფორმას აქვს შემდეგი სახე:
თავდაპირველად ფორმაში ვავსებთ ოპერააციის დეტალებს:
- ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
- ვალუტა (Combo box);
- თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
- კურსი (პ)- თანხა პირობით ერთეულში ავტომატურად ივსება პირობითი ერთეულის კურსის შესაბამისად, თუმცა შესაძლებელია შეცვლა ხელით;
- დებეტი (Combo box)-ვირჩევთ მომხმარებელს, რომლზეც ხორციელდება საქონლის ყუთებით რეალიზაცია;
- კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, სადანაც ხდება საქონლის ყუთებით რეალიზაცია;
- საბუთის №-სასაქონლო ზედნადების ნომერი, შეტანა ხდება ხელით ან თვითონ მიანიჭებს ნომერს ავტომატურად;
- ა/ფ №-იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში);
ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
- შტრიხკოდი-გრაფაში შესაძლებელია რეგისტრირებული საქონლის შტრიხკოდის მითითება და შესაბამისად შეივსება დასახელების ველიც;
- დასახელება (Combo box)-მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით, ეკრანზე გამოვა არჩეულ საწყობში არსებული საქონლის ჩამონათვალი ნაშთებით;
- ფასდაკლება-გრაფაში შესაძლებელია ფასდაკლების პროცენტის მითითება, არა უმეტეს საქონლის რეგისტრაციის დროს მითითებული პროცენტისა;
- ფასი-გრაფა ივსება რეგისტრირებული საქონლის შესაბამისად, თუმცა შესაძლებელია დარედაქტირება (ცნობარები=>რეგისტრირებული საქონელი (ფასი საბითუმოში));
- რაოდენობა-გრაფა ივსება საქონლის სარეალიზაციო რაოდენობის მიხედვით;
- თანხა-ერთეულის ფასი x რაოდენობაზე;
- ნაშთი-გრაფა ივსება ავტომატურად, საწყობში არსებული საქონლის ნაშთის მიხედვით;
- ყუთის ფასი-გრაფა ივსება რეგისტრირებული საქონლის შესაბამისად, თუმცა შესაძლებელია დარედაქტირება (ცნობარები=>რეგისტრირებული საქონელი (ერთეულის ფასი x ყუთში არსებულ რაოდენობაზე));
- ყუთები-გრაფა ივსება რეგისტრირებული საქონლის შესაბამისად, თუმცა შესაძლებელია დარედაქტირება (ცნობარები=>რეგისტრირებული საქონელი (რაოდენობა ყუთში/რაოდენობაზე);
- დღგ-გრაფა ივსება ავტომატურად თუ მითითებული აქვს საქონელს რეგისტრაციის დროს დღგ-ს განაკვეთში ჩვეულებრივი;
- შენახვა;
- გასვლა;
- შეძენის ფასი-ბრძანების გამოყენებით ფანჯარაში გაჩნდება დამატებითი არა რედაქტირებადი სვეტი, სადაც განთავსდება საქონლის თვითღირებულება.
* ცალკეულ ველში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ავტომატურად იცვლება რედაქტირებადი ველები.
* ზემოთ განხილული ფორმა მოსახერხებელია, თუ ორგანიზაცია რეალიზაციას ახორციელებს, როგორც ცალობით ასევე ყუთებით.
მაგ: თუ შეძენილია "მინერალური სასმელი" ცალობით და მითითებულიც გვაქვს რაოდენობა ყუთში (6 ცალი) (ცნობარები=>რეგისტრირებული საქონელი), ფორმაზე ჩაბმული შაბლონის გატარებისას, საქონლის რეალიზაცია და საქონლის თვითღირებულებით ჩამოწერა განხორციელდება, ყუთში მითითებული რაოდენობის მიხედვით.