Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
2017-ძირითადი საშუალებების რეალიზაცია

2017-ძირითადი საშუალებების რეალიზაცია-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-2017. ფორმა გამოიყენება ძირითადი საშუალებების რეალიზაციის ოპერაციის ასაწყობად (დოკუმენტი- 0009 შემოსავლის ზედდებული). ასრულებს ოთხ ბუღალტრულ გატარებას:

  1. სხვა არასაოპერაციო ხარჯი, ძირითადი საშუალების ჩამოწერა.
  2. მოთხოვნის დარიცხვა, შემოსავალი ძირითადი საშუალების რეალიზაციიდან.
  3. მოთხოვნის დარიცხვა, გადასახდელი დღგ.
  4. ცვეთის გადახურვა, ძირითადი საშუალების ანგარიშზე.
 

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში)ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება:

  • 1-ლი გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "არასაოპერაციო ხარჯი"-ს საბალანსო ანგარიში (8290) და კრედიტის გარაფაში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21). ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს დებეტში ექნება ხარჯის ანგარიში, ხოლო კრედიტში აირჩიოს ძირითადი საშუალების ანგარიშები.
  • მე-2-ე გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან" საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტის გარაფაში-საბალანსო ანგარიში "სხვა არასაოპერაციო შემოსავალი" (8190)
  • მე-3-ე გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან" საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტში "ძირითადი საშუალების გაყიდვიდან დარიცხული დღგ"-ს ანალიზური ანგარიში (3330000100)
  • მე-4ე გატარების დებეტის გარაფაში მიეთითება "ძირითადი საშუალებების ცვეთა" (22), ხოლო კრედიტში "ძირითადი საშუალების ანგარიში" (21).
 

იხილეთ აგრეთვე: 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!