Apex ERP Documentation
|
დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაფარვა-ფორმები გამოიყენება როგორც დებიტორული, ასევე კრედიტორული დავალიანების დასაფარად (ნაღდი, უნაღდო). თითოეული ფორმა წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID).
სათაური |
აღწერა |
1021-დებიტორული დავალიანების დაფარვა+პრესეილერი-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1021. გამოიყენება ისეთი ოპერაციების ასაწყობად, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ დებიტორული დავალიანების თანხის უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდასთან და ამავე დროს საჭიროა ამ ოპერაციების პრესეილერებთან მიბმა (დოკუმენტი- 0010 შიდასაბუღალტრო ოპერაცია). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტისა და კრედიტის სვეტებში შესაბამისად მიეთითება "ფული საბანკო ანგარიშებზე" კლასი (12) და მომხმარებლის (1410) საბალანსო ანგარიშები. ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია დებეტში აირჩიოს ბანკის ანალიზური ანგარიშები, ხოლო კრედიტში-მომხმარებლების ანალიზური ანგარიშები. ავანსის დარიცხვის ფორმას აქვს შემდეგი სახე: ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:... დაწვრილებით | |
1022-დებიტორული დავალიანების დაფარვა+პრესეილერი (ნაღდი)-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1022. გამოიყენება ისეთი ოპერაციების ასაწყობად, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ დებიტორული დავალიანების თანხის ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადახდასთან და ამავე დროს საჭიროა ამ ოპერაციების პრესეილერებთან მიბმა (დოკუმენტი- 0010 შიდასაბუღალტრო ოპერაცია). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტისა და კრედიტის სვეტებში შესაბამისად მიეთითება ნაღდი ფულის ანგარიშების კლასი (11) და მოკლევადიანი მოთხოვნების ანგარიშების კლასი (14). ავანსის დარიცხვის ფორმას აქვს შემდეგი სახე: ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:
| |
1030-კრედიტორული დავალიანების დაფარვა-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1030. გამოიყენება ისეთი ოპერაციების ასაწყობად, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის მიერ მომწოდებლისათვის კონკრეტული შეკვეთის მიხედვით თანხის წინასწარ (უნაღდო) გადახდასთან (დოკუმენტი- 0010 შიდასაბუღალტრო ოპერაცია). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის სვეტში მიეთითება მომწოდებლის საბალანსო ანგარიში (3110) და კრედიტის ველებში "ფული საბანკო ანგარიშებზე" კლასი (12). ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია დებეტში აირჩიოს მომწოდებლების ანალიზური ანგარიშები, ხოლო კრედიტში-საბანკო ანგარიშები. მომწოდებლისათვის წინასწარ გადახდის ფორმას ეკრანზე გამოაქვს შემდეგი ფანჯარა: ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:
|
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|