Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1021-დებიტორული დავალიანების დაფარვა+პრესეილერი (უნაღდო)

1021-დებიტორული დავალიანების დაფარვა+პრესეილერი-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1021. გამოიყენება ისეთი ოპერაციების ასაწყობად, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ დებიტორული დავალიანების თანხის უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდასთან და ამავე დროს საჭიროა ამ ოპერაციების პრესეილერებთან მიბმა (დოკუმენტი- 0010 შიდასაბუღალტრო ოპერაცია). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტისა და კრედიტის სვეტებში შესაბამისად მიეთითება "ფული საბანკო ანგარიშებზე" კლასი (12) და მომხმარებლის (1410) საბალანსო ანგარიშები. ამიტომ ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია დებეტში აირჩიოს ბანკის ანალიზური ანგარიშები, ხოლო კრედიტში-მომხმარებლების ანალიზური ანგარიშები. 

 

ავანსის დარიცხვის ფორმას აქვს შემდეგი სახე: 

 

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:

  • თარიღი-თარიღის სვეტში ავტომატურად ზის კომპიუტერის მიმდინარე თარიღი, თუმცა შესაძლებელია თარიღის შეცვლა;
  • ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი ავტომატურად არჩეულია;
  • ვალუტა (Combo box);
  • შიდა ნომერი-შეაქვთ მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით ან სვეტში ჩაწერით;
  • გარე ნომერი-დოკუმენტის ნომერი (ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი);
  • პრესეილერი (Combo box)-სვეტში ირჩევენ იმ პრესეილერს, რომელთანაც დაკავშირებულია ოპერაცია;
  • დებეტი (Combo box);
  • კრედიტი (Combo box);
  • შინაარსი-სვეტში იწერება ოპერაციის შინაარსის ამსახველი ტექსტი ხელით;
  • თანხა-თანხის შესატანი სვეტების რაოდენობა დამოკიდებულია ვალუტის არჩევაზე: თუ ვალუტად არჩეულია ლარი, მაშინ გვაქვს ვალუტის ორი სვეტი, თუ არჩეული უცხოური ვალუტა, მაშინ-სამი სვეტი:
    • (ლ)-სვეტში იწერება თანხა ლარში, თანხა იწერება ხელით ან ჩამოსაშლელი კალკულატორის დახმარებით. თანხა შეიძლება ჩაიწეროს ავტომატურადაც თუ ჯერ ვალუტის სვეტში ჩავწერთ თანხას ხელით;
    • (პ)-სვეტში იწერება თანხა პირობით ერთეულში ავტომატურად პირობითი ერთეულის კურსის შესაბამისად ან ხელით;
    • (ვ)-სვეტში იწერება თანხა ვალუტაში ავტომატურად ვალუტის კურსის შესაბამისად ან ხელით;
  • შენიშვნები-მომხმარებლის მიერ სვეტში კეთდება საჭირო ჩანაწერები;
ფანჯარას აქვს „ღილაკი-ჩამრთველები (ალმები)“:
  • პროექტი-თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვა პროექტის სახით, მაშინ ჩართეთ ღილაკი „პროექტი“;
  • ავტო გასვლა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვის შემდეგ ფანჯრის ავტომატური დახურვა;
  • კურსის გამოთვლა-ღილაკის ჩართვის შემთხვევაში თანხების ჩასაწერ ველში თანხების ჩაწერის შემდეგ ავტომატურად ხდება კურსის გამოთვლა;
  • ავტომატური ამობეჭდვა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის ავტომატური ამობეჭდვა ფანჯრიდან გასვლისას;
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე. 

1021 ფორმის ჩაბმა ხდება ისეთ ოპერაციებზე, რომლის დროსაც ადგილი აქვს უნაღდო ანგარიშსწორებას-მომხმარებლის მიერ თანხის ავანსად გადახდას. ფორმის დანიშნულებაა ისეთი შაბლონის შექმნა, რომლითაც აიწყობა ოპერაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს სისტემიდან ამოვიღოთ ანალიზური ინფორმაცია ავანსად (უნაღდო) გადახდილი თანხების შესახებ პრესეილერებთან ერთად. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ფორმა -1000, ფორმა-1001,ფორმა-1002, მემორიალური ორდერი, ფორმა-1020, ფორმა-1022 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!