Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
ჯგუფები კოდექსით წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების" მოდულის ბრძანებას (ფიქსირებული აქტივები => ჯგუფები კოდექსით), რომლის დანიშნულებაა საგადასახადო კოდექსიის მიხედვით განსაზღვრული აქტივების ჯგუფების ცნობარის შექმნა, რათა შემდგომში კომპანიის თითოეული აქტივი მიკუთვნებული (გაერთიანებული) იყოს შესაბამის ჯგუფში.  
ჯგუფები წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების" მოდულის ბრძანებას (ფიქსირებული აქტივები => ჯგუფები), რომლის დანიშნულებაა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების ცნობარის შექმნა და მათი გაერთიანება საგადასახადო კოდექსიის მიხედვით განსაზღვრული აქტივების ჯგუფებში. ფორმის უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ მაგალითი: საწარმოს ავტომობილი შესაძლებელია ჰყავდეს როგორც მსუბუქი ასევე სატვირთო და თითოეული ავტომობილის კატეგორიაში შემავალი იყოს სხვადასხვა მარკა, შესაბამისად ფორმაში ვქმნით ფიქსირებული აქტივებისათვის ჯგუფს ავტომობილები, ბრძანებით დამატება ქვედა დონეზე ცალკ-ცალკე დავამატებთ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილების ჯგუფს (თუ გვსურს მათი გამიჯვნა), რომელიც კიდევ შეიძლება ჩაშლილად დავამატოთ ავტომობილების მარკების მიხედვით ანალოგიურად, ხოლო თუ განცალკევების გარეშე გვსურს საწარმოს მფლობელობაში არსებული ავტომობილების ცნობარის შექმნა, ვქმნით ფიქსირებული აქტივებისათვის ჯგუფს ავტომობილები და... დაწვრილებით 
ფიქსირებული აქტივების ცნობარი წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების" მოდულის ბრძანებას (ფიქსირებული აქტივები => ფ.ა ცნობარი), რომლის დანიშნულებაა გვიჩვენოს კომპანიის საკუთრებაში არსებული კონკრეტულ აქტივთა ჯგუფში (აქტივთა ჯგუფი საგადასახადო კოდექსის მიხედვით) და ამ ჯგუფის დაქვემდებარებაში მყოფი აქტივები.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ფ.ა ცნობარი":

ფორმას აქვს ჩანართი "ფიქსირებული აქტივების ჯგუფები", სადაც მოცემულია კომპანიის აქტივები იერარქიულად (აქტივების იერარქიული ხე). თითოეულ ჯგუფზე ან ჯგუფის დაქვემდებარებაში მყოფ ელემენტზე გადასვლის დროს ფორმაში გამოჩნდება ამ ჯგუფში ან მის დაქვემდებარებაში მყოფ ქვეჯგუფში შემავალი კონკრეტული აქტივების ჩამონათვალი. ჩანართში მოქმედებების შესასრულებლად ვიყენებთ კონტექსტურ მენიუს:

ჩანართში შესაძლებელია აქტივის ჯგუფების დამატება ყველა იერარქიულ დონეზე.
ჩანართში... დაწვრილებით 
მდებარეობა წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების" მოდულის ბრძანებას (ფიქსირებული აქტივები => მდებარეობა), რომლის დანიშნულებაა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივებისათვის მათი მდებარეობის განმსაზღვრელი ცნობარის შექმნა, რომლის მონაცემებიც შემდგომ გამოიყენება აქტივის მიღების ოპერაციის დროს. აღნიშნული ბრძანება და შესაბამისად აქტივის მდებარეობის განსაზღვრა გამოყენებადი არის განსაკუთრებით ისეთი ორგანიზაციებისათვის, რომლსაც გააჩნია ძირითადი საშუალებების საკმაოდ დიდი რაოდენობაა (მაგ: რამოდენიმე შენობა და მასში განთავსებული ინვენტარი), შესაბამისად მარტივდება აქტივების მოძიება ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის დროს, რადგან თითოეულ აქტივს მითითებული აქვს, კონკრეტულ მომენტში, რომელ შენობაში, რომელ სართულზე და რომელ განყოფილებაშია განთავსებული (თუ რომელიმე აქტივსათვის გვსურს მდებარეობის შეცვლა, გამოიყენება ფიქსირებული აქტივების მოდულის ბრძანება ფიქსირებული აქტივები).
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე... დაწვრილებით 
პერსონალი-წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების" მოდულის ბრძანებას (ფიქსირებული აქტივები => პერსონალი), რომლის დანიშნულებაა კომპანიის საკუთრებაში არსებული კონკრეტულ აქტივზე პასუხისმგებელ პირთა ცნობარის შექმნა, რომლის მონაცემებიც შემდგომ გამოიყენება აქტივის მიღების ოპერაციის დროს. აღნიშნული ბრძანება და შესაბამისად აქტივისათვის პერსონალის მიბმა უზრუნველყოფს აქტივზე პასუხისმგებელ პირის, შესაბამისად მარტივდება აქტივის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში მატერიალურად პასუხიმგებელი პირის გამოვლენა (თუ რომელიმე აქტივსათვის გვსურს პერსონალის ანუ პასუხისმგებელი პირის შეცვლა, გამოიყენება ფიქსირებული აქტივების მოდულის ბრძანება ფიქსირებული აქტივები).
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "პერსონალი":

ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
ფიქსირებული აქტივები-ფიქსირებული აქტივები არის მოდული "ფიქსირებული აქტივების" ბრძანება (ფიქსირებული აქტივები =>ფიქსირებული აქტივები). მისი დანიშნულებაა კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ნაშთების ჩვენება სხვა მახასიათებლებთან ერთობლიობაში.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ინვენტარი":


ფორმას აქვს მოძრავი ჩანართი, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ხუთ სტატიკურ ჩანართს: ჯგუფები, ჯგუფები კოდექსით, მდებარეობა, პასუხისმგებელი პირები, ხარჯის ანგარიშები.
-სტატიკურ ჩანართში ჯგუფები მოცემულია კომპანიის ძირითად საშუალებათა იერარქიული ხე. ხის ნებისმიერ პუნქტზე (ძირითადი საშუალების ჯგუფი ან ქვედანაყოფი) დადგომის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება ამ ჯგუფის ან ქვეჯგუფის შესაბამისი შემადგენლობაში შემავალი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი;
-სტატიკურ ჩანართში ჯგუფები კოდექსით მოცემულია... დაწვრილებით 
ფიქსირებული აქტივების ბრუნვა-ფიქსირებული აქტივების ბრუნვა არის მოდული "ფიქსირებული აქტივების" ბრძანება (ფიქსირებული აქტივები =>ფიქსირებული აქტივების ბრუნვა). მისი დანიშნულებაა ანალიზური ინფორმაციის მოწოდება თარიღის შუალედის მიხედვით, კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითად საშუალებებზე განხორციელებული ბრუნვის შესაბამისად.
  1. ინფორმაცია ძირითად საშუალებებზე;
  2. პერიოდის საწყისი მონაცემები;
  3. პერიოდში განხორციელებული ცვლილებები;
  4. პერიოდის ბოლოს მონაცემები.
ფორმას აქვს სტანდარტული ბრძანებები: განახლება, მონიშვნა,ინვერსია,მოხსნა, გასვლა.
* დამატებითი ინფორმაციის გამოტანა შესაძლებელია დამალული სვეტებიდან
იხილეთ აგრეთვე:
Grid.  
დასამუშავებელი საბუთები არის მოდულის "ფიქსირებული აქტივები" ბრძანება (ფიქსირებული აქტივები => დასამუშავებელი საბუთები). მისი დანიშნულებაა ბუღალტერიაში ასახული ძირითადი საშუალებების შემდგომი დამუშავება: დასაშლელი ძირითადი საშუალებების დაშლა, თითოეულ აქტივზე საინვენტარიზაციო ნომრის მინიჭება, სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრა და ა. შ.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "დასამუშავებელი საბუთები":

ფორმაში მოცემულია ბუღალტრული გატარებები, რომლითაც ასახყლია ძირითადი საშუალებების შესყიდვა. დასამუშავებელი საბუთების ფორმაში ძირითადი საშუალების მიღების საბუთი აღნიშნულია fx ნიშნით, რაც გულისხმობს, რომ მასზე არანაირი ოპერაცია არ არის შესრულებული შემოსავალში აყვანის გარდა. ფორმის გასაფილტრად მის ზედა ნაწილში განთავსებულია შემდეგი ელემენტები:
-დებეტი (Combo Box)-სვეტში ირჩევენ ძირითადი საშუალების ანგარიშს;
-კრედიტი... დაწვრილებით 
მონტაჟი/კომპლექტაცია-არის მოდულის "ფიქსირებული აქტივები" ბრძანება (ფიქსირებული აქტივები =>მონტაჟი/კომპლექტაცია ). მისი დანიშნულებაა ძირითადი საშუალების ღირებულების განსაზღვრა მათი შეძენის, მშენებლობის, წარმოების, მონტაჟის, დადგმის და მასზე გაწეული სხვა ხარჯების გათვალისწინებით. ფორმით შესაძლებელია ნებისმიერი სახის ძირითადი საშუალების წარმოება, ძირითადი საშუალების წარმოების პროცესი ძირითადად არ სრულდება ხანმოკლე პერიოდში, აქედან გამომდინარე ფიქსირებული აქტივის მოდული და ბრძანება "მონტაჟი/კომპლექტაცია" საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ძირითადი საშუალების თვითღირებულება, წარმოების პროცესში გაწეული აკუმულირებული დანახარჯების გათვალისწინებით.
ფიქსირებული აქტივების აღნიშნული ბრძანებით შეგვიძლია შევასრულოთ სამი ტიპის ოპერაცია:
  • კომპლექტაცია - გულისხმობს ორი ან რამდენიმე ძირითადი საშუალების გაერთიანებას ერთ ძირითად საშუალებად.
  • მონტაჟი - ძირითადი საშუალების მონტაჟი, რომლის დროსაც ყალიბდება ძირითადი საშუალების თვითღირებულება მასზე... დაწვრილებით 
ცვეთის დარიცხვა ფორმა წარმოადგენს პივოტ ცხრილს. ბრძანების (ფიქსირებული აქტივები=>ცვეთის დარიცხვა) საშუალებით ავტომატურად ხდება ძირითადი საშუალებების ყველა ჯგუფზე ფინანსური ცვეთის დარიცხვა, იმისდა მიუხედავად, თუ როდისაა შეძენილი. პროგრამა ცვეთის დარიცხვას განახორციელებს ექსპლუატაციაში შესვლი თარიღის მიხედვით.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შმდეგი ფორმა:

ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით: -ცვეთის მეთოდი (Combo Box)-სვეტში ხდება ცვეთის დარიცხვის მეთოდის არჩევა;
-ოპერაცია (Combo Box)-სვეტში ხდება ოპერაციის ტიპის არჩევა;
-პერიოდი (Combo Box)-სვეტში ხდება თარიღის შუალედის არჩევა;
-თვეების მიხედვით (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი ავტომატურად ჩართულია და ცვეთის დარიცხვა ხდება თვეების მიხედვით, თუ ღილაკს ამოვრთავთ და... დაწვრილებით 
საგადასახადო ცვეთის გაანგარიშება-არის მოდულის "ფიქსირებული აქტივები" ბრძანება (ფიქსირებული აქტივები => საგადასახადო ცვეთის გაანგარიშება). მისი დანიშნულებაა ძირითად საშუალებებზე საგადასახადო ამორტიზაციის გაანგარიშება, ვინაიდან საგადასახადო ამორტიზაცია ფინანსური აღრიცხვისათვის არ გამოიყენება სისტემაში მხოლოდ გიანგარიშება და არავითარი ფინანსური გატარება არ აისახება.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "საგადასახადო ცვეთის გაანგარიშება":

ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
  • ჩატვირთვა-ბრძანების გამოყენებით ძირითადი საშუალების მონაცემები განთავსდება ფორმაში;
  • ცვეთის გადათვლა-ბრძანებით გადაიანგარიშება საგადასახადო ცვეთა;
  • შენახვა;
  • გასვლა;
  • თარიღი-აირჩიეთ სასურველი პერიოდი (წელი).
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.