ჯგუფები კოდექსით წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების" მოდულის ბრძანებას (ფიქსირებული აქტივები => ჯგუფები კოდექსით), რომლის დანიშნულებაა საგადასახადო კოდექსიის მიხედვით განსაზღვრული აქტივების ჯგუფების ცნობარის შექმნა, რათა შემდგომში კომპანიის თითოეული აქტივი მიკუთვნებული (გაერთიანებული) იყოს შესაბამის ჯგუფში.
| 
ჯგუფი  | 
ძირითადი საშუალებები  | 
ამორტიზაციის ნორმა (%)  | 
| 
1 ჯგუფი  | 
მსუბუქი ავტომობილები; ავტოსატრაქტორო ტექნიკა გზებზე გამოსაყენებლად; ავეჯი ოფისისათვის; საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა; სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, სპეციალური ავტომობილები და ავტომისაბმელები; მანქანები და მოწყობილობა მრეწველობის ყველა დარგისათვის, სამსხმელო წარმოებისათვის; სამჭედლო-საწნეხი მოწყობილობა; სამშენებლო მოწყობილობა; სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობა;  | 
20  | 
| 
2 ჯგუფი  | 
სპეციალური ინსტრუმენტები, ინვენტარი და მოწყობილობა; კომპიუტერები, მონაცემთა დამუშავების პერიფერიული მოწყობილობები და აღჭურვილობა; ელექტრონული მოწყობილობა;  | 
20  | 
| 
3 ჯგუფი  | 
სარკინიგზო, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებები; ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა; თბოტექნიკური მოწყობილობა, ტურბინული მოწყობილობა, ელექტროძრავები და დიზელგენერატორები, ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები; მილსადენები.  | 
8  | 
| 
4 ჯგუფი  | 
შენობები, ნაგებობები;  | 
5  | 
| 
5 ჯგუფი  | 
ამორტიზებადი აქტივები, რომლებიც შეტანილი არ არის სხვა ჯგუფებში.  | 
15  | 
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ფ/ა-ს ჯგუფები კოდექსის მიხედვით":
 
 
ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
 
 
ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:
ფორმაში მუშაობს კონტექსტური მენიუ, რომელსაც დამატებით აქვს ბრძანება "უპირატესი".
| 
* სსკ, მუხლი 111. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით:
 
 | 
იხილეთ აგრეთვე:
| 
Copyright (c) 2016. All rights reserved. | 
| 
რას ფიქრობთ ამ თემაზე?  მოსაზრების გაგზავნა!  |