Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ჯგუფები

ჯგუფები წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების" მოდულის ბრძანებას (ფიქსირებული აქტივები => ჯგუფები), რომლის დანიშნულებაა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების ცნობარის შექმნა და მათი გაერთიანება საგადასახადო კოდექსიის მიხედვით განსაზღვრული აქტივების ჯგუფებში. ფორმის უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ მაგალითი: საწარმოს ავტომობილი შესაძლებელია ჰყავდეს როგორც მსუბუქი ასევე სატვირთო და თითოეული ავტომობილის კატეგორიაში შემავალი იყოს სხვადასხვა მარკა, შესაბამისად ფორმაში ვქმნით ფიქსირებული აქტივებისათვის ჯგუფს ავტომობილები, ბრძანებით დამატება ქვედა დონეზე ცალკ-ცალკე დავამატებთ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილების ჯგუფს (თუ გვსურს მათი გამიჯვნა), რომელიც კიდევ შეიძლება ჩაშლილად დავამატოთ ავტომობილების მარკების მიხედვით ანალოგიურად, ხოლო თუ განცალკევების გარეშე გვსურს საწარმოს მფლობელობაში არსებული ავტომობილების ცნობარის შექმნა, ვქმნით ფიქსირებული აქტივებისათვის ჯგუფს ავტომობილები და ფ.ა. ცნობარში არსებული დამატების ბრძანების დახმარებით, ვამატებთ ავტომობილებს მარკების მიხედვით. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ფიქსირებული აქტივების ჯგუფები": 

 

ფორმას აქვს ორი ჩანართი: ცხრილი და იერარქიულად. ფორმაში შესვლისას ავტომატურად შევდივართ ჩანართში "ცხრილი". 

ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით, რომელიც საერთოა ორივე ჩანართისათვის: 

 

ჩანართი "იერარქიული" წარმოადგენს ცხრილს, რომელშიც მოცემულია კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივები მათი იერარქიული დაქვემდებარებით. ცხრილში მოცემულია თითოეული აქტივის შესაბამისი ჯგუფი საგადასახადო კოდექსისი მიხედვით, აქტივზე დასარიცხი ცვეთის პროცენტი და აქტივის იერარქიული გზა. ფორმაში მოქმედებები შესასრულებლად ვიყენებთ ბრძანებებს:

 

ფანჯარაში ივსება შემდეგი სვეტები: 

-დასახელება-სვეტში იწერება აქტივის დასახელება, როდესაც ცხრილში კეთდება პირველი (ნულოვანი დონის) ჩანაწერი. თუ დადგებით ქვედა იერარქიული დონის ჩანაწერზე და დააჭერთ ბრძანებაზე, მაშინ ამ სვეტის თავზე გამოვა კიდევ ერთი სვეტი "ზემდგომი", სადაც ავტომატურად იქნება არჩეული ზედა იერარქიული დონის ჩანაწერი (აქტივი), ხოლო დამატების დასრულების შემდეგ ცხრილში დაემატება იმავე დონის ჩანაწერი, რომელზედაც ვიდექით დამატების მომენტში; 

-დასახელება (Eng)-აქტივის დასახელება ინგლისურად; 

-ხარჯის ანგარიში (Combo Box)-ირჩევენ ცვეთის ხარჯის ანგარიშს; 

-ჯგუფის დასახელება კოდექსით-გრაფაში ირჩევენ საგადასახადო კოდექსით დადგენილ აქტივის ჯგუფს, რომელსაც უნდა მიეკუთვნოს დასამატებელი აქტივი; 

-პუნქტი-სვეტში იწერება ციფრები, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფს აქტივების დალაგებას იერარქიაში. მაგალითად თუ გრაფაში ჩავწერთ 1.1, 1.2, 1.3 და ა. შ. მაშინ აქტივები იერარქიაში შეიძლება დავალაგოთ ზრდადობით (პირველ სტრიქონზე იქნება აქტივი, რომლის პუნქტშიც წერია 1.1, შემდეგ 1.2 და ა.შ.) ან კლებადობით; 

-ცვეთა (%)-სვეტში ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით, რომელიც განთავსებულია სვეტის მარჯვენა ბოლოში ირჩევენ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ცვეთის პროცენტს ჯგუფისათვის, რომელსაც მიეკუთვნება აქტივი. სვეტში შეიძლება ცვეთის პროცენტის ხელით ჩაწერაც; 

-ცვეთის ტიპი (Combo Box)-ცვეთის ტიპი შეგვიძლია ავირჩიოთ ფინანსური ცვეთის დარიცხვის ოთხი მეთოდიდან ერთ-ერთი, იმისდა მიხედვით თუ რომელი მეთოდია მიზანშეწონილი მოცემული აქტივისათვის და რომელი მეთოდს ენიჭება უპირატესობა საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკით (წრფივი მეთოდი, რიცხვთა ჯამის მეთოდი და ა.შ.) 

აქტივის დასამატებლად ცხრილში (ფანჯრის სვეტების შევსების შემდეგ) გამოიყენეთ მენიუს ბრძანება "შენახვა", ხოლო თუ აღა გსურთ აქტივის დამატება, მაშინ-ბრძანება "გასვლა"; 

-გაუქმებული (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი ავტომატურად ამორთულია, თუ ჩავრთავთ ღილაკს, მაშინ აქტივზე ოპერაციების შესრულების დროს (მიღება, ცვეთის დარიცხვა, რეალიზაცია) იგი აღარ გამოჩნდება ჩამონათვალში და შესაბამისად ოპერაციას ვეღარ შევასრულებთ აქტივზე; 

-არაცვეთადი (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი ავტომატურად ამორთულია, თუ ჩავრთავთ ღილაკს, მაშინ არსებულ აქტივზე ცვეთის დარიცხვა არ შესრულდება (მიწა, ხელოვნების ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები) 

-არ შედის ქონების გადასახადის უწყისში (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი ავტომატურად ამორთულია, თუ ჩავრთავთ ღილაკს, მაშინ არსებულ აქტივი არ შევა ქონების უწყისში.

  • დამატება ქვედა დონეზე-ქვედა დონეზე დასამატებლად უნდა დავდგეთ იმ აქტივზე, რომლის დაქვემდებარებაშიც უნდა დავამატოთ ახალი აქტივი. ამისათვის გამოიყენეთ ბრძანება "დამატება ქვედა დონეზე", ეკრანზე გამოვა ფანჯარა "დამატება", რომელსაც აქვს იგივე სვეტები, რაც ზემოთ განხილულ შემთხვევაში. სვეტების შევსებისა და შენახვის შემდეგ აქტივი დაემატება ქვედა დონეზე და შესაბამისად იერარქიაში გამოჩნდება არჩეული აქტივის დაქვემდებარებაში.
 

ჩანართი "ცხრილი" წარმოადგენს ცხრილს, რომელშიც მოცემულია კომპანიის აქტივების ჩამონათვალი. ცხრილში მოცემულია თითოეული აქტივის შესაბამისი ჯგუფი სგადასახადო კოდექსისი მიხედვით, აქტივზე დასარიცხი ცვეთის პროცენტი და აქტივის იერარქიული გზა. განსხვავება "იერარქიული" ცხრილისაგან მდგომარეობს, იმაში რომ მოცემულ ცხრილში კომპანიის აქტივების ჩამონათვალი მოცემულია სწორხაზოვნად, ხოლო ცხრილში "იერარქიული", მოცემულია დაქვემდებარების მიხედვით-მოცემულია აქტივების "იერარქიული ხე". 

ორივე ჩანართში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებებთან ერთად დამატებით აქვს შემდეგი ბრძანებები: უპირატესი, მიმაგრებული ფაილი, კომენტარები

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!