You are here: დისტრიბუცია > მენიუ
Apex Distribution Agent
ContentsIndexHome
Topics
Topics
Name 
Description 

ვიზიტების ფორმიდან ხდება ძირითადი ოპერაციების განხორციელება. ფორმაში შესვლისას სიაში ჩანს მომხმარებლის მიერ დამატებული მიმდინარე დღის ვიზიტები.

ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ღილაკით შეგიძლიათ შეცვალოთ თარიღი და ნახოთ თქვენთვის სასურველი დღის ვიზიტები.
ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ღილაკი. ვიზიტის მოძებნა შეგიძლიათ კომპანიის (ფილიალის) დასახელებით ან საიდენტიფიკაციო ნომრით.
ახალი ვიზიტის დამატებისთვის დააჭირეთ პლიუს ღილაკს. შედეგად ეკრანზე გამოვა კლიენტების ასარჩევი ფორმა. სიაში გამოდის მხოლოდ ის კლიენტები, რომელზე უფლებაც აქვს მომხმარებელს.
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში შესულია სუპერვაიზერი, მაშინ კლიენტების ასარჩევ ფორმაში გამოჩნდება პრესელერის ასარჩევი ველი. პრესელერის მითითების შემდეგ სიაში დარჩება მხოლოდ არჩეული პრესელერის კლიენტები.

თუ პროგრამაში შესულია ბორტის მომხმარებელი, რომელსაც აქვს საცალო გაყიდვების განხორციელების უფლება, მაშინ... more 

მენიუში „მიტანის სია“ აქვს მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელიც არის მიმტანი. ჩამონათვალში ჩანს მხოლოდ იმ კლიენტების შეკვეთები, რომლის მიმტანიც არის პროგრამაში შესული მომხმარებელი. ფორმაში შესვლისას გამოდის იმ შეკვეთების სია, რომლის მიტანის თარიღიც არის მიმდინარე დღე.

თარიღის ცვლილებისთვის დააჭირეთ კალენდრის ღილაკს და მიუთითეთ სასურველი თარიღი. მისატანი შეკვეთების სიაში ძებნის გამარტივებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ძებნის ღილაკი. სიაში ძებნა ხორციელდება კლიენტის საიდენტიფიკაციო ნომრით და დასახელებით. მისატანი შეკვეთის დეტალების სანახავად დააჭირეთ შეკვეთას.

შედეგად ეკრანზე გამოვა მისატანი შეკვეთის დეტალები: მიმღები კლიენტის ფილიალის დასახელება, გამგზავნი საწყობის დასახელება და ანგარიშის ნომერი, შეკვეთის თარიღი, მიტანის თარიღი, მისატანი საქონლის სია რაოდენობებით და ფასებით, ჯამური თანხა.

 

 

მენიუში „საცალო“ უჩანს მხოლოდ ბორტის იმ მომხმარებელს, რომელსაც აქვს საცალო გაყიდვების უფლება. ფორმაში შესვლისას ჩანს სისტემაში შესული მომხმარებლის მიერ დამატებული საცალო გაყიდვების სია.

დეტალების სანახავად დააჭირეთ კონკრეტულ ვიზიტს. ახალი ვიზიტის დასამატებლად საცალო გაყიდვების ფორმაში დააჭირეთ დამატების ღილაკს. შედეგად ეკრანზე გამოვა კლიენტის ასარჩევი სია.

იმ შემთხვევაში თუ აირჩევთ კონკრეტულ კლიენტს, გადახვალთ ვიზიტების ფორმაში. საცალო გაყიდვის დასამატებლად კლიენტის ასარჩევ სიაში დააჭირეთ ღილაკს _ „ფიზიკური პირი“. შედეგად ეკრანზე გამოვა ვიზიტის დეტალების ფორმა. საცალო კლიენტთან ვიზიტის ფარგლებში შეგიძლიათ დაამატოთ გაყიდვა, ან დაბრუნება. ამისთვის ვიზიტში დააჭირეთ დამატების ღილაკს და აირჩიეთ სასურველი ოპერაცია.

1. გაყიდვის არჩევის შემთხვევაში ეკრანზე გამოვა ბორტზე დატვირთული საქონლის სია. ჩამონათვალში საქონლის ძებნა... more 

ფორმაში ჩანს პროგრამაში შესული მომხმარებლის მიერ მიმდინარე დღეს დამატებული შეკვეთების სია ჯამური თანხის მითითებით.

სიაში ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ძებნის ღილაკი . გასული პერიოდის შეკვეთების სანახავად დააჭირეთ კალენდრის ღილაკს და აირჩიეთ სასურველი თარიღი. კონკრეტულ ჩანაწერზე დაჭერით გაიხსნება შეკვეთის დეტალების ფორმა, სადაც ჩანს მიმღები კომპანიის ფილიალი, გამგზავნი საწყობი, შეკვეთის თარიღი, მიტანის თარიღი და შეკვეთილი საქონლის სია ჯამური თანხით. „შეკვეთები“ არის საინფორმაციო დანიშნულების ფორმა, აქედან არ ხდება ახალი შეკვეთების დამატება.

 

 

ფორმაში ჩანს დაბრუნების ის საბუთები, რომლის მიმტანიც არის პროგრამაში შესული მომხმარებელი.

სიაში ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ძებნის ღილაკი . სასურველი დაბრუნების მოძებნა შეგიძლიათ კომპანიის დასახელებით, საიდენტიფიკაციო ნომრით, კლიენტი ფილიალის მისამართით ან დაბრუნების საბუთის ნომრით. დაბრუნების საბუთები სიაში გამოდის მითითებული პერიოდის მიხედვით. განსხვავებული პერიოდის მისათითებლად გამოიყენეთ კალენდრის ღილაკი . დაბრუნებების სიაში მწვანედ მონიშნულია ის საბუთები, რომლის ზედნადებიც ატვირთულია. კონკრეტულ ჩანაწერზე დაჭერით გაიხსნება დაბრუნების საბუთის დეტალების ფორმა

სადაც ჩანს დაბრუნების საწყობი, კლიენტის, რომლისგანაც ბრუნდება საქონელი, დაბრუნების თარიღი და დასაბრუნებელი საქონლის სია ჯამური თანხით. დაბრუნების სიაში, კონკრეტულ ჩანაწერზე დიდხანს დაჭერით იხსნება ახალი ვიზიტი იმ კლიენტზე, რომლის დაბრუნებასაც დააჭერთ. ანუ ამავე ფორმიდან შეგიძლიათ ახალი ვიზიტის... more 

კლიენტების ფომაში შესვლისას ჩანს პროგრამაში შესული მომხმარებლის კლიენტების სია.

ფორმას აქვს საინფორმაციო დანიშნულება, სადაც შესაძლებელია კლიენტის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიღება. ჩამონათვალში ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ღილაკი _ და დაიწყეთ ტექსტის წერა. სიაში ძებნა ხორციელდება კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით, დასახელებით ან ფილიალის მისამართით. კლიენტის ასარჩევად დააჭირეთ სასურველ ჩანაწერს. შედეგად გაიხსნება ფორმა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია კლიენტი კომპანიის არჩეული ფილიალის შესახებ.

ინფორმაციის გვერდზე ჩანს კომპანიის დასახელება საიდენტიფიკაციო ნომრით, ფილიალის მისამართი. კრედიტის ინფორმაციაში მოცემულია კლიენტი ფილიალის პარამეტრები, რომელიც გაითვალისწინება შეკვეთის განხორციელებისას. ვალის ინფორმაციაში ჩანს კლიენტი ფილიალის სრული დავალიანება და მათ შორის ვადაგადაცილებული თანხა, შენიშვნის ველში ჩანს კლიენტი კომპანიის შენიშვნა.
ვიზიტების გვერდზე ჩანს პროგრამაში შესული მომხმარებლის მირ... more 

ფორმაში ჩანს პროგრამაში შესული მომხმარებლის პირადი დავალებები ტექსტურად.

დავალებები ემატება კლიენტის ფილიალების მიხედვით. სიაში ძებნა შესაძლებელია დავალების ტექსტში შემავალი ნებისმიერი სიტყვით. თუ კონკრეტული დავალების მარცხნივ არსებული კვადრატი მონიშნულია, ეს იმას ნიშნავს, რომ დავალება შესრულებულია.

 

ძირითადი პროგრამიდან შესაძლებელია დისტრიბუციის პროგრამის თითოეული მომხმარებლისთვის რეალიზაციის გეგმების დადგენა მწარმოებლის პროდუქციის მიხედვით. გეგმა შეიძლება იყოს რაოდენობრივი ან თანხობრივი.

 

ფორმაში ჩანს პროგრამაში შესული მომხმარებლის სალაროს ანგარიშის ბრუნვა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

ამონაწერის პერიოდის შეცვლა შესაძლებელი კალენდრის ღილაკით . პირველ ხაზზე ჩანს სალაროს ანგარიშის თანხობრივი ნაშთი პერიოდის საწყისი თარიღისთვის, შემდეგ შემოსავლის და გასავლის საბუთების ინფორმაცია:

  • კლიენტის ფილიალის დასახელება
  • საბუთის შინაარსი
  • საბუთის ნომერი
  • თანხა
  • თარიღი

ბოლო ხაზზე წერია სალაროს ანგარიშის თანხობრივი ნაშთი პერიოდის ბოლო თარიღისთვის.

 

ბალანსი არის ანალიზური ფორმა, რომელიც გვიჩვენებს მომხმარებელზე ჩაბმულ კლიენტებზე განხორციელებული ოპერაციების ჯამურ მონაცემებს. ფორმაში შესვლისას ჩანს კლიენტების ჩამონათვალი ჯამური დავალიანებებით მითითებული პერიოდის ბოლო თარიღისთვის.

პერიოდად დაყენებულია ბოლო ერთი კვირა, რომლის ცვლილებაც შეგიძლიათ კალენდრის ღილაკით .
პირველ ხაზზე ჩანს ყველა კლიენტის ჯამური დავალიანება პერიოდის საწყისი თარიღისთვის. კლიენტის დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ სასურველ კლიენტს, შედეგად ჩამოიშლება სია

სადაც ჩანს კლიენტის დავალიანების საწყისი ნაშთი, ოპერაციების ჩამონათვალი მითითებული პერიოდის ჯამური თანხებით და საბოლოო ნაშთი. გაყიდვის თანხაში დაჯამებულია რეალიზაციის საბუთების თანხები. იგივე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ყველა კლიენტისთვის ჯამურად, ამისთვის დააჭირეთ ჩამონათვალის პირველ ხაზს. შედეგად გამოჩნდება ოპერაციების თანხები ყველა კლიენტის შესაბამისი თანხების დაჯამებით.
 

 

ნაშთები არის ანალიზური ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბორტის რეალიზაციებს.
ფორმაში ძებნის გამარტივებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ძებნის ღილაკი _ , რომელიც საშუალებას მოგცემთ მოძებნოთ საქონელი შტრიხკოდით ან დასახელებით.
ლოკალური ნაშთის სიაში წარმოდგენილია საქონლის ის რაოდენობები, რომელიც დარჩენილია ბორტზე.

სერვერის სიაზე გადასვლისას მომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს ბორტზე დატვირთული საქონლის ანალიზი.

პირველ სვეტში წარმოდგენილია საქონლის ის რაოდენობები, რომლითაც დაიტვირთა ბორტი, მეორე სვეტში არის საქონლის ის რაოდენობები, რომელთა გაყიდვის საბუთებიც ატვირთა მომხმარებელმა სერვერზე. ნაშთის სვეტში მოცემულია ბორტზე დარჩენილი საქონლის რაოდენობები, ხოლო დაბრუნების სვეტში უკან დაბრუნების ოპერაციით ბორტზე შემოსული საქონლის რაოდენობები.

 

 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა საქონლის კატალოგის ფანჯარა, რომელიც წარმოადგენს სასაქონლო ცნობარს.

კატალოგში მომხმარებელს შეუძლია ნახოს იმ საქონლის ჩამონათვალი და მახასიათებლები, რომელზეც აქვს უფლება.
სიაში ძებნის გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სახის ფილტრები. მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ძებნის ღილაკით შეგიძლიათ სიაში მოძებნოთ სასურველი საქონელი შტრიხკოდით ან დასახელებით.
მის გვერდით არსებული ღილაკით შესაძლებელია სიის გაფილტვრა სურათის, ან ნაშთის მიხედვით.

პირველი ალმის მონიშვნის შემთხვევაში სიაში დარჩება მხოლოდ ის საქონელი, რომელსაც აქვს სურათი, ხოლო მეორე ალმის მონიშვნის შემთხვევაში სიაში დარჩება მხოლოდ ისეთი საქონელი, რომლის ნაშთიც არის მარაგში.
ძებნის გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიისა და მწარმოებლის ფილტრები . ჩამონათვალიდან შესაძლებელია მხოლოდ იმ კატეგორიის და მწარმოებლის არჩევა, რომლებზეც... more 

თვისებები _ ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფანჯარა, საიდანაც შეგიძლიათ შეცვალოთ პროგრამის სხვადასხვა პარამეტრი. თვისებების შეცვლა აგრეთვე შეგიძლიათ პროგრამის ავტორიზაციის გავლამდე. დეტალური აღწერა იხილეთ: _ თვისებები.

სინქრონიზაცია _ ბრძანება უზრუნველყოფს განახლებული ცნობარების ჩამოტვირთვას სერვერიდან. მაგალითად: განახლებული ფასების, ახალი საქონლის, ახალი კლიენტების და ა.შ. შეგიძლიათ დააყენოთ ავტომატური სინქრონიზაცია გარკვეული პერიოდულობით. ამის განხორციელება შესაძლებელია თვისებებიდან _ სინქრონიზაციის სიხშირე.

გასვლა _ ბრძანების გამოყენებით ხდება მომხმარებლის გამოსვლა პროგრამიდან. გასვლის ღილაკზე დაჭერით დაბრუნდებით ავტორიზაციის ფანჯარაში. ამის შემდეგ პროგრამაში მუშაობისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია თავიდან. 

 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2018. All rights reserved.