მენიუში „მიტანის სია“ აქვს მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელიც არის მიმტანი. ჩამონათვალში ჩანს მხოლოდ იმ კლიენტების შეკვეთები, რომლის მიმტანიც არის პროგრამაში შესული მომხმარებელი. ფორმაში შესვლისას გამოდის იმ შეკვეთების სია, რომლის მიტანის თარიღიც არის მიმდინარე დღე.
თარიღის ცვლილებისთვის დააჭირეთ კალენდრის ღილაკს და მიუთითეთ სასურველი თარიღი. მისატანი შეკვეთების სიაში ძებნის გამარტივებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ძებნის ღილაკი. სიაში ძებნა ხორციელდება კლიენტის საიდენტიფიკაციო ნომრით და დასახელებით. მისატანი შეკვეთის დეტალების სანახავად დააჭირეთ შეკვეთას.
შედეგად ეკრანზე გამოვა მისატანი შეკვეთის დეტალები: მიმღები კლიენტის ფილიალის დასახელება, გამგზავნი საწყობის დასახელება და ანგარიშის ნომერი, შეკვეთის თარიღი, მიტანის თარიღი, მისატანი საქონლის სია რაოდენობებით და ფასებით, ჯამური თანხა.
Copyright (c) 2018. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|