You are here: დისტრიბუცია
Apex Distribution Agent
ContentsIndexHome
PreviousUpNext
დისტრიბუცია

აპექსის დისტრიბუციის პროგრამა _ Apex Distribution Agent არის მობილური მოწყობილობების აპლიკაცია და განკუთვნილია დისტრიბუციის სფეროს თანამშრომლებისთვის. პროგრამით შესაძლებელია როგორც წინასწარი შეკვეთების სისტემით რეალიზაცია, აგრეთვე ბორტის რეალიზაციის სისტემით მუშაობა. 

პროგრამის მომხმარებლები შეიძლება იყვნენ პრესელერები, ბორტის თანამშრომლები, სუპერვაიზერები, მიმტანები. ყველა მომხმარებლისთვის ხდება უფლებების გაწერა იმის მიხედვით, თუ რა ოპერაციების შესრულება მოუწევს მუშაობის პროცესში. 

პროგრამის მომხმარებელი თითოეული კლიენტისთვის ამატებს ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ოპერაციების დამატება:

  • წინასწარი შეკვეთა
  • ბორტის გაყიდვა
  • საცალო რეალიზაცია
  • გადახდა (მყიდველის დავალიანების დაფარვა)
  • უკან დაბრუნება (რეალიზებული პროდუქციის)
  • მიტანის დადასტურება (წინასწარი შეკვეთის)
  • დაბრუნების წამოღება

თითოეულ მომხმარებელს პროგრამაში ექნება მხოლოდ იმ ოპერაციების დამატების საშუალება, რომლებიც საჭიროა მისი მოვალეობების შესასრულებლად.

Name 
Description 
დისტრიბუციის პროგრამაში შესასვლელად საჭიროა Android მოწყობილობაში ჩაწეროთ პროგრამა _ Apex Distribution Agent. პროგრამის გახსნისთვის გამოიყენეთ პიქტოგრამა . შედეგად ეკრანზე გამოვა ავტორიზაციის ფანჯარა:


Apex Distribution პროგრამის მომხმარებლის დამატება და მისთვის უფლებების მინიჭება ხდება Apex ERP პროგრამიდან.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია, აუცილებელია პროგრამის პარამეტრებში მითითებული იყოს სერვერის მისამართი. ავტორიზაციის გავლისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს მომხმარებლისა და პაროლის ველები. შესვლის ღილაკზე დაჭერით ხდება პროგრამაში შესვლა. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მოწყობილობიდან კონკრეტული მომხმარებლის ავტორიზაციის გავლა ხდება პირველად, მუშაობის დასაწყებად აუცილებელია მონაცემების სინქრონიზაცია. სინქრონიზაცია ასევე საჭიროა განახლებული ინფორმაციის სერვერიდან ჩამოსატვირთად.
პროგრამის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ის ღილაკები და ოპერაციები, რომლებიც საჭიროა მისი ფუნქციების შესასრულებლად. ამ... more 

პროგრამის გახსნის შემდეგ, ავტორიზაციის გავლამდე შესაძლებელია პროგრამისთვის პარამეტრების გაწერა. ამისთვის გამოიყენეთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ღილაკი .
თვისებების ცვლილება შესაძლებელია ავტორიზაციის გავლის შემდეგაც _ მენიუ -> თვისებები.
შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა, საიდანაც შეგიძლიათ შეცვალოთ პროგრამის სხვადასხვა პარამეტრი:

  1. სერვერის მისამართი _ მომხმარებლის ავტორიზაციისთვის აუცილებელია ამ გრაფაში მითითებული იყოს იმ სერვერის მისამართი, რომელზეც განთავსებულია მონაცემთა ბაზა.
  2. Read Timeout _ ინფორმაციის ამოკითხვის მაქსიმალური დრო
  3. Write Timeout _ ინფორმაციის ჩაწერის მაქსიმალური დრო
  4. ენა _ პარამეტრით შეგიძლიათ შეცვალოთ პროგრამის სამუშაო ენა.
  5. PIN _ პინი გამოიყენება პროგრამის თვისებების დასაცავად. როგორც აღვნიშნეთ, თვისებების შეცვლა შესაძლებელია ავტორიზაციის გავლამდეც, ამიტომ თუ არ გსურთ მოწყობილობაში ვინმემ უნებართვოს შეცვალოს თვისებები გამოიყენეთ... more 
პროგრამის მომხმარებლებს მენიუში გამოუჩნდებათ მხოლოდ ის ფორმები, რომლებზეც ექნებათ უფლება თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე. 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2018. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!