You are here: დისტრიბუცია > პროგრამაში შესვლა
Apex Distribution Agent
ContentsIndexHome
PreviousUpNext
პროგრამაში შესვლა

დისტრიბუციის პროგრამაში შესასვლელად საჭიროა Android მოწყობილობაში ჩაწეროთ პროგრამა _ Apex Distribution Agent. პროგრამის გახსნისთვის გამოიყენეთ პიქტოგრამა . შედეგად ეკრანზე გამოვა ავტორიზაციის ფანჯარა:

 

Apex Distribution პროგრამის მომხმარებლის დამატება და მისთვის უფლებების მინიჭება ხდება Apex ERP პროგრამიდან. 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია, აუცილებელია პროგრამის პარამეტრებში მითითებული იყოს სერვერის მისამართი. ავტორიზაციის გავლისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს მომხმარებლისა და პაროლის ველები. შესვლის ღილაკზე დაჭერით ხდება პროგრამაში შესვლა. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მოწყობილობიდან კონკრეტული მომხმარებლის ავტორიზაციის გავლა ხდება პირველად, მუშაობის დასაწყებად აუცილებელია მონაცემების სინქრონიზაცია. სინქრონიზაცია ასევე საჭიროა განახლებული ინფორმაციის სერვერიდან ჩამოსატვირთად. 

პროგრამის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ის ღილაკები და ოპერაციები, რომლებიც საჭიროა მისი ფუნქციების შესასრულებლად. ამ უფლებების მართვა ხდება Apex ERP პროგრამიდან.

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2018. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!