You are here: დისტრიბუცია > თვისებები
Apex Distribution Agent
ContentsIndexHome
PreviousUpNext
თვისებები

პროგრამის გახსნის შემდეგ, ავტორიზაციის გავლამდე შესაძლებელია პროგრამისთვის პარამეტრების გაწერა. ამისთვის გამოიყენეთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ღილაკი

თვისებების ცვლილება შესაძლებელია ავტორიზაციის გავლის შემდეგაც _ მენიუ -> თვისებები. 

შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა, საიდანაც შეგიძლიათ შეცვალოთ პროგრამის სხვადასხვა პარამეტრი:

  1. სერვერის მისამართი _ მომხმარებლის ავტორიზაციისთვის აუცილებელია ამ გრაფაში მითითებული იყოს იმ სერვერის მისამართი, რომელზეც განთავსებულია მონაცემთა ბაზა.
  2. Read Timeout _ ინფორმაციის ამოკითხვის მაქსიმალური დრო
  3. Write Timeout _ ინფორმაციის ჩაწერის მაქსიმალური დრო
  4. ენა _ პარამეტრით შეგიძლიათ შეცვალოთ პროგრამის სამუშაო ენა.
  5. PIN _ პინი გამოიყენება პროგრამის თვისებების დასაცავად. როგორც აღვნიშნეთ, თვისებების შეცვლა შესაძლებელია ავტორიზაციის გავლამდეც, ამიტომ თუ არ გსურთ მოწყობილობაში ვინმემ უნებართვოს შეცვალოს თვისებები გამოიყენეთ PIN.
  6. სინქრონიზაციის სიხშირე _ პარამეტრით ეთითება რა სიხშირით მოხდეს მონაცემების სინქრონიზაცია, ანუ ინფორმაციის გაცვლა მოწყობილობის ლოკალურ ბაზასა და სერვერზე არსებულ ბაზას შორის. იმ შემთხევაში თუ სინქრონიზაცია გათიშულია, მაშინ მონაცემების გაცვლა უნდა მოხდეს ხელით (მენიუ -> სინქრონიზაცია)
  7. სინქრონიზაცია მხოლოდ Wi-Fi-ით _ თუ მონიშნავთ ამ პარამეტრის ალამს, მაშინ მონაცემების ავტომატური სინქრონიზაცია მოხდება მხოლოდ Wi-Fi-ით. იმ შემთხვევაში თუ გრაფა მოუნიშნავი იქნება, მაშინ მონაცემების სინქრონიზაცია მოხდება მობილური ინტერნეტითაც.
  8. მონაცემების გასუფთავება _ ღილაკის გამოიყენებით ხდება პროგრამის ლოკალური ცნობარის გასუფთავება. ამის შემდეგ პროგრამაში მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელია სინქრონიზაცია.
  9. მომხმარებლის ბაზის შენახვა _ ბრძანება უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ოპერაციების მონაცემთა ბაზის შენახვას მოწყობილობაში ან Cloud სერვერზე.
  10. დაბრუნება რამდენიმე საბუთიდან _ იმ შემთხვევაში, თუ პარამეტრი მონიშნულია, მაშინ დაბრუნების საბუთის დამატებისას მომხმარებელს გამოუჩნდება დასაბრუნებელი საქონლის სია, საიდანაც შეძლებს აირჩიოს დასაბრუნებელი საქონელი. თუ ალამი გამორთულია, მაშინ დაბრუნების საბუთის დამატებისას მომხმარებელს სიაში გამოუჩნდება რეალიზაციის საბუთები, საიდანაც უნდა აირჩიოს ის საბუთი, რომლიდანაც იბრუნებს საქონელს და ამ საბუთიდან აირჩიოს დასაბრუნებელი საქონელი.
  11. შტრიხკოდი საქონლის სიაში _ თუ პარამეტრის ალამი მონიშნულია, მაშინ მომხმარებელს შეკვეთის დამატებისას სასაქონლო სიაში საქონლის დასახელებებთან ერთად გამოუჩნდება შტრიხკოდებიც. თუ ალამი არ არის მონიშნული, მაშინ სიაში გამოჩნდება მხოლოდ საქონლის დასახელებები.
  12. ჯამური რაოდენობის ჩვენება _ იმ შემთხვევაში თუ ალამი ჩართულია, შეკვეთის ჯამურ თანხასთან ერთად გვიჩვენებს შეკვეთაში არსებული საქონლის ჯამურ რაოდენობასაც. თუ ალამი გამორთულია, მაშინ არ ჩანს შეკვეთაში არსებული საქონლის ჯამური რაოდენობა.
  13. ზომის ერთეული _ გრაფა აქტიური ხდება იმ შემთხვევაში თუ მონიშნულია ალამი _ „ჯამური რაოდენობის ჩვენება“. ამ ველში მითითებული ზომის ერთეული მიეწერება შეკვეთის ჯამური რაოდენობის რიცხვს.
  14. დასრულებული შეკვეთის გაფერადება _ იმ შემთხვევაში თუ ალამი მონიშნულია, მაშინ დასრულებული შეკვეთა სიაში იქნება გაფერადებული.

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2018. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!