ვიზიტში მიტანის დადასტურების ღილაკი უჩანს იმ მომხმარებელს, რომელიც არის მიმტანი. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა იმ შეკვეთების სია, რომელიც დამატებულია არჩეულ კლიენტზე და რომლის მიმტანიც არის პროგრამაში შესული მომხმარებელი. შეკვეთების სია გამოდის მიტანის თარიღის მიხედვით. პერიოდის შესაცვლელად დააჭირეთ კალენდრის ღილაკს და მიუთითეთ სასურველი პერიოდი.
მიტანის დასადასტურებლად მონიშნეთ თითოეული საბუთის მარცხენა მხარეს არსებული კვადრატი და დააჭირეთ ზედა მენიუში დადასტურების ღილაკს _ .შეკვეთის მიტანის საბუთები დაემატება ვიზიტის დეტალებს.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ვიზიტში დამატებული მიტანის დადასტურების წაშლა, დააჭირეთ დიდხანს შეკვეთას, შეგიძლიათ ამ გზით მონიშნოთ რამდენიმე შეკვეთა, შემდეგ ზედა მენიუში ღილაკით აირჩიეთ წაშლა. შედეგად მონიშნული ჩანაწერები წაიშლება ვიზიტიდან. ვიზიტის დასრულების შემდეგ შეკვეთას მიენიჭება მიტანილის სტატუსი.
Copyright (c) 2018. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|