ვიზიტში დაბრუნების წამოღების ოპერაციის დამატება შეუძლია იმ მომხმარებელს, რომელიც არის მიმტანი და აქვს საქონლის დაბრუნების უფლება. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა დაბრუნების საბუთების სია:
პერიოდის შესაცვლელად დააჭირეთ კალენდრის ღილაკს და მიუთითეთ სასურველი პერიოდი. დაბრუნების წამოღების დასადასტურებლად მონიშნეთ თითოეული საბუთის მარცხენა მხარეს არსებული კვადრატი და დააჭირეთ ზედა მენიუში დადასტურების ღილაკს _ . დაბრუნების საბუთები დაემატება ვიზიტის დეტალებს. დაბრუნების საბუთის დეტალების სანახავად დააჭირეთ სასურველ დაბრუნებას.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ წამოღების გაუქმება, ვიზიტის დეტალების სიაში დააჭირეთ შესაბამის დაბრუნებას დიდხანს, ზედა მენიუში დააჭირეთ ღილაკს _ და აირჩიეთ წაშლა. შედეგად დაბრუნების წამოღების დეტალი წაიშლება ვიზიტიდან. დაბრუნების წამოღებისთვის საჭიროა უკან დაბრუნების ზედნადების ატვირთვა. ამისთვის დაბრუნების საბუთს დააჭირეთ დიდხანს, შემდეგ ზედა მენიუში დააჭირეთ ღილაკს _ . შეგიძლიათ მონიშნოთ ერთდროულად რამდენიმე საბუთი, ზედნადების ატვირთვის ღილაკზე დაჭერისას ყველა საბუთზე აიტვირთება ცალ-ცალკე ზედნადები. ვიზიტში დაბრუნების ხაზს მიეწერება ზედნადების ნომერი და გაუჩნდება შესაბამისი ნიშანი _
Copyright (c) 2018. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|