You are here: დისტრიბუცია > მენიუ > საქონლის კატალოგი
Apex Distribution Agent
ContentsIndexHome
PreviousUpNext
საქონლის კატალოგი

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა საქონლის კატალოგის ფანჯარა, რომელიც წარმოადგენს სასაქონლო ცნობარს. 

 

კატალოგში მომხმარებელს შეუძლია ნახოს იმ საქონლის ჩამონათვალი და მახასიათებლები, რომელზეც აქვს უფლება. 

სიაში ძებნის გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სახის ფილტრები. მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ძებნის ღილაკით შეგიძლიათ სიაში მოძებნოთ სასურველი საქონელი შტრიხკოდით ან დასახელებით. 

მის გვერდით არსებული ღილაკით შესაძლებელია სიის გაფილტვრა სურათის, ან ნაშთის მიხედვით. 

 

პირველი ალმის მონიშვნის შემთხვევაში სიაში დარჩება მხოლოდ ის საქონელი, რომელსაც აქვს სურათი, ხოლო მეორე ალმის მონიშვნის შემთხვევაში სიაში დარჩება მხოლოდ ისეთი საქონელი, რომლის ნაშთიც არის მარაგში. 

ძებნის გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიისა და მწარმოებლის ფილტრები . ჩამონათვალიდან შესაძლებელია მხოლოდ იმ კატეგორიის და მწარმოებლის არჩევა, რომლებზეც აქვს უფლება მომხმარებელს. 

კონკრეტულ საქონელზე დაჭერით ეკრანზე გამოდის საქონლის პარამეტრები, რომელიც ივსება და რედაქტირდება Apex ERP პროგრამიდან. 

 

კონკრეტულ საქონელზე შესაძლებელია რამდენიმე სურათის მიბმა. კატალოგის სიაში გამოჩნდება ის სურათი, რომელიც იქნება მონიშნული როგორც უპირატესი.  

 

 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2018. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!