ნაშთები არის ანალიზური ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბორტის რეალიზაციებს.
ფორმაში ძებნის გამარტივებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ძებნის ღილაკი _ , რომელიც საშუალებას მოგცემთ მოძებნოთ საქონელი შტრიხკოდით ან დასახელებით.
ლოკალური ნაშთის სიაში წარმოდგენილია საქონლის ის რაოდენობები, რომელიც დარჩენილია ბორტზე.
სერვერის სიაზე გადასვლისას მომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს ბორტზე დატვირთული საქონლის ანალიზი.
პირველ სვეტში წარმოდგენილია საქონლის ის რაოდენობები, რომლითაც დაიტვირთა ბორტი, მეორე სვეტში არის საქონლის ის რაოდენობები, რომელთა გაყიდვის საბუთებიც ატვირთა მომხმარებელმა სერვერზე. ნაშთის სვეტში მოცემულია ბორტზე დარჩენილი საქონლის რაოდენობები, ხოლო დაბრუნების სვეტში უკან დაბრუნების ოპერაციით ბორტზე შემოსული საქონლის რაოდენობები.
Copyright (c) 2018. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|