You are here: დისტრიბუცია > მენიუ > კლიენტები
Apex Distribution Agent
ContentsIndexHome
PreviousUpNext
კლიენტები

კლიენტების ფომაში შესვლისას ჩანს პროგრამაში შესული მომხმარებლის კლიენტების სია.

ფორმას აქვს საინფორმაციო დანიშნულება, სადაც შესაძლებელია კლიენტის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიღება. ჩამონათვალში ძებნის გამარტივებისთვის გამოიყენეთ ღილაკი _ და დაიწყეთ ტექსტის წერა. სიაში ძებნა ხორციელდება კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით, დასახელებით ან ფილიალის მისამართით. კლიენტის ასარჩევად დააჭირეთ სასურველ ჩანაწერს. შედეგად გაიხსნება ფორმა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია კლიენტი კომპანიის არჩეული ფილიალის შესახებ.

ინფორმაციის გვერდზე ჩანს კომპანიის დასახელება საიდენტიფიკაციო ნომრით, ფილიალის მისამართი. კრედიტის ინფორმაციაში მოცემულია კლიენტი ფილიალის პარამეტრები, რომელიც გაითვალისწინება შეკვეთის განხორციელებისას. ვალის ინფორმაციაში ჩანს კლიენტი ფილიალის სრული დავალიანება და მათ შორის ვადაგადაცილებული თანხა, შენიშვნის ველში ჩანს კლიენტი კომპანიის შენიშვნა. 

ვიზიტების გვერდზე ჩანს პროგრამაში შესული მომხმარებლის მირ დამატებული ვიზიტები კლიენტის არჩეულ ფილიალზე. 

 

პირველი თანხა აჩვენებს შეკვეთისა და გაყიდვის ღირებულებას, მეორე რიცხვი _ გადახდის თანხას, ხოლო მესამე _ დაბრუნებას. ყველა ვიზიტს უწერია დამატების თარიღი. ვიზიტის დეტალების სანახავად დააჭირეთ კონკრეტულ ვიზიტს, შედეგად ეკრანზე გამოვა იმ ოპერაციების ჩამონათვალი, რომელიც დამატებულია ვიზიტში. 

 

კლიენტის ინფორმაციის ფორმაში საბუთების გვერდზე ჩანს ბოლო ერთი კვირის საბუთები, რომელიც დამატებულია არჩეული კლიენტის ფილიალისთვის. 

 

საწყის ნაშთში მითითებულია კლიენტის დავალიანება პერიოდის დასაწყისისთვის, ხოლო საბოლოო ნაშთში კლიენტის დავალიანება მიმდინარე თარიღის მდგომარეობით. საბუთის დეტალების სანახავად დააჭირეთ სასურველ ჩანაწერს, შედეგაც ეკრანზე გამოვა ფორმა, სადაც ჩანს საბუთის ინფორმაცია, რომელიც განსხვავებულია ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე. 

 

  • რეალიზაციის საბუთში ჩანს: კლიენტი ფილიალის დასახელება (DB), გამგზავნი საწყობი (CR), საბუთის ნომერი, საბუთს თარიღი და საქონლის ჩამონათვალი რაოდენობებით და თანხებით.
  • დაბრუნების საბუთში ჩანს საწყობი, რომელზეც ბრუნდება საქონელი (DB), კლიენტი ფილიალის დასახელება (CR), საბუთის ნომერი, საბუთს თარიღი და საქონლის ჩამონათვალი რაოდენობებით და თანხებით.
  • გადახდის საბუთში ჩანს სალაროს ანგარიში, რომელზეც ხდება თანხის მიღება (DB), კლიენტი ფილიალის დასახელება (CR), საბუთის ნომერი და საბუთს თარიღი.

კლიენტის ინფორმაციაში რუკის გვერდზე ჩანს კლიენტი ფილიალის ადგილმდებარეობა რუკაზე. საიდანაც შეგიძლიათ Google Map-ის დახმარებით ნახოთ მიმართულებები კლიენტი კომპანიის ფილიალში მისასვლელად. აქედანვე არის შესაძლებელი რუკაზე ფილიალის მდებარეობის შეცვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროგრამაში შესულ მომხმარებელს ექნება შესაბამისი უფლება.

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2018. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!