Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
ფასმაჩვენებლების ბეჭდვა - არის საწყობის მოდულის ბრძანება. იგი უზრუნველყოფს საქონლის სარეალიზაციო ფასის ამსახველი სხვადასხვა დიზაინისა და ფორმატის ფასმაჩვენებლების ბეჭდვას. ფასმაჩვენებლების ბეჭდვა დაკავშირებულია კომპანიების მოდულთან, საშუალებას გვაძლევს იერარქიული ხიდან ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფილიალი და ამ ფილიალში არსებული ფასების მიხედვით დავბეჭდოთ ფასმაჩვენებლები.
დასაბეჭდი ფასმაჩვენებლების სიის ფორმირება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით:
1. ხელით დამატებით;
2. სკანერის გამოყენებით დამატებით;
3. დოკუმენტიდან დაიმპორტებით (დამატებით იხ. ქვემოთ "იმპორტი");
4. მონაცემთა შეკრების ტერმინალიდან დაიმპორტებით (დამატებით იხ. ქვემოთ "იმპორტი");
5. ანდროიდის სისტემის მქონე მოწყობილობიდან (დამატებით იხ. ქვემოთ "იმპორტი");
6. წინასწარ შექმნილი Excel-ის ფაილიდან - (დამატებით იხ. ქვემოთ "იმპორტი").

"ფასმაჩვენებლების ბეჭდვა" ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:... დაწვრილებით 
საქონლის გადატანა - არის საწყობის მოდულის ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის, ნედლეულის, მასალების გადაადგილებას საწყობებს შორის. ფორმიდან შესაძლებელია საქონლის გადაადგილება ავსახოთ ბუღალტერიის მოდულში შიდა გადაადგილების საბუთის სახით ან შიდა გადაადგილების ტიპის შეკვეთის სახით. შეკვეთის გაკეთებისას ფორმაში მოცემულია როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები საწყობების ნაშთები, შესაბამისად, დროის მცირე დანაზოგით შესაძლებელია ორმხრივი ოპერაციის შესრულებაც: მიმღები საწყობიდან გამგზავნისთვის შეკვეთის გაკეთება და, პარალელურად, გამგზავნი საწყობიდან მიმღებისთვის შეკვეთის გაკეთება. ამასთან, შეკვეთის გაკეთებისას პარალელურად შესაძლებელია მიიღოთ სტატისტიკური ინფორმაცია საქონლის შემოსავლებისა და გასავლების შესახებ.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება ფორმა "საქონლის გადატანა":

ფორმაში შესვლის შემდეგ აუცილებლობას წარმოადგენს გამგზავნი და მიმღები საწყობის არჩევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განახლების ღილაკზე დაჭერისას, ეკრანზე განთავსდება... დაწვრილებით 
ინვენტარიზაცია - არის საწყობის მოდულის ბრძანება, რომლის დანიშნულებაა საქონლის ინვენტარიზაციის პროცესის ავტომატიზაცია, საწყობში საქონლის ფაქტიური ნაშთების დადგენის შემდეგ მათი შედარება ბუღალტრულ ნაშთებთან, მიღებული შედეგების (ზედმეტობის ან დანაკლისის) ასახვა ბუღალტრული გატარებებით.
საქონლის ინვენტარიზაციის ფორმა ინტეგრირებულია სხვადასხვა მოწყობილობასთან (სკანერები, მონაცემთა შეკრების ტერმინალები, ანდროიდის სისტემის მოწყობილობები) და უზრუნველყოფს საქონლის აღწერილი რაოდენობების პროგრამულ ასახვას მოცემული მოწყობილობების გამოყენებით. აღწერის სიის ფორმირება მომხმარებლებს, ასევე, შეუძლიათ Excel-ის ფაილიდან მონაცემების დაიმპორტებით (დამატებით იხ. ქვემოთ "იმპორტი").
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება ფორმა "ინვენტარიზაცია":

ფორმის მარცხენა ნაწილში განთავსებულია მოძრავი ჩანართი "ინვენტარიზაცია", სადაც ხდება ინვენტარიზაციის შაბლონების დამატება, ხოლო ფორმის მარჯვენა ნაწილი განკუთვნილია იმ საქონლის დასამატებლად, რომლის აღწერაც გვსურს. ფორმის ქვედა... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.