შვებულებების გრაფიკი არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ "საშტატო განრიგში" შემაავალი ბრძანება. ბრძანების დანიშნულებაა კომპანიის პერსონალისათვის წინასწარ შვებულების გრაფიკის დაგეგმვა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "შვებულების გრაფიკი":
ფორმას აქვს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:
- დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის თანამშრომელთა სია;
- თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომელი;
- ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალის თანამშრომელთა სია;
ჩანართებში გამოდის კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს ორი ბრძანება:
გაშლა, შეკუმშვა.
ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
- განახლება (კომბინირებული ღილაკი);
- მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა;
- რედაქტირება-ბრძანების გამოყენების შემდეგ ცხრილის სამი სვეტი: გასვლა, დაბრუნება და დღეები გადადის რედაქტირების რეჟიმში. გასვლისა და დაბრუნების სვეტების შესაბამის უჯრებში ჩნდება ჩამოსაშლელი ისარი, მასზე დაჭერით ეკრანზე გამოდის კალენდარი საიდანაც ვირჩევთ შესაბამისად შვებულებაში გასვლისა და შვებულებიდან დაბრუნების თარიღებს. დღეების სვეტის შესაბამის უჯრაში გაჩნდება მთვლელი ღილაკი, უჯრის დაფიქსირების შემდეგ ავტომატურად გადაითვლის შვებულებაში ყოფნის დღეებს:
- კალენდარი-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის წლის კალენდარი, სადაც კონკრეტული თანამშრომლისათვის დაგეგმილი შვებულების დღეები შესაბამისი თვის კალენდარში ნაჩვენები იქნება განსხვავებული ფერით:
ბრძანებაზე განმეორებით დაჭერის შემდეგ კალენდარი გადის ფორმიდან;
- შენახვა;
- გაუქმება;
- კომენტარები-რედაქტირების რეჟიმში კომენტარის ბრძანების გამოყენების შემდეგ ფორმაში თანამშრომლის სტრიქონის ქვემოთ გამოდის დამატებითი სტრიქონი სადაც მოცემულია შენიშვნის ტექსტი. შენიშვნის გაკეთება შესაძლებელია შენიშვნის სვეტში, რომელსაც აქვს ჩამოსაშლელი ველი ტექსტის ჩასაწერად:
ფორმაში შესაძლებელია
კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც გააჩნია მთავარი მენიუს ბრძანებები.