Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სისტემური მენიუ

"სისტემური მენიუ" შედგება ბრძანებების ჩამონათვალისაგან: 

სკინები-წარმოადგენს სკინების ჩამონათვალს (ჩამონათვალის ღილაკი); 

გახსნილი ფანჯრები-გვიჩვენებს იმ ფანჯრების ჩამონათვალს, რომელებიც გამოტანილი ჰქონდა მომხმარებელს ეკრანზე (ჩამონათვალის ღილაკი); 

თვისებები-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ჩანართებიანი ფანჯარა. თითოეული ჩანართიდან შესაძლებელია სისტემისათვის გარკვეული თვისებების შეცვლა; 

პაროლის შეცვლა

განახლება-ბრძანების დახმარებით ხდება სისტემის განახლება; 

მოდულების მართვა-მომხმარებელს საშუალებას აძლევს სისტემაში ჩატვირთოს ან ამოტვირთოს სასურველი მოდულები; 

გადატვირთვა

პროგრამიდან გასვლა-უზრუნველყოფს პროგრამის დახურვას. 

 

 

ასევე ნახეთ: 

სისტემა 

სათაური 
აღწერა 
სკინები (სისტემური მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს , მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის სკინების ჩამონათვალი. სასურველ სკინზე დაჭერით იცვლება ეკრანის ფონი. მოქმედება სრულდება ასეთი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => სკინები =>სკინი (ჩამონათვალიდან).
 
გახსნილი ფანჯრები (სისტემური მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს. მისი დანიშნულებაა გვაჩვენოს ერთდროულად გახსნილი ფანჯრები. მოქმედება ხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => გახსნილი ფანჯრები.

მონიშნული ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის გახსნილი ფანჯრების ჩამონათვალი. ჩამონათვალში კონკრეტულ ფანჯარაზე დაჭერით ეკრანზე გააქტიურდება შესაბამისი ფორმა.
 
პაროლის შეცვლა არის სისტემური მენიუს ბრძანება. პაროლის შესაცვლელად დაიცავით მოქმედებათა თანმიმდევრობა: სისტემური მენიუ => პაროლის შეცვლა:

მონიშნულ ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა იმავე დასახელების ფანჯარა.

ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

  • სახელი სისტემაში-ავტომატურადაა ჩაწერილი და რედაქტირებას არ ექვემდებარება;
  • ძველი პაროლი-შეიტანეთ ძველი პაროლი;
  • ახალი პაროლი-შეიტანეთ ახალი პაროლი;
  • გაიმეორეთ პაროლი-გაიმეორეთ ახალი პაროლი.

ველების შევსების შემდეგ გააქტიურდება ბრძანება „შენახვა“. ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანება „გასვლა“. 

განახლება (Updates) არის სისტემური მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემის განახლება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => განახლება:

ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოდის იმავე დასახელების ფანჯარა.

ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:

  • Check For Updates („განახლების შემოწმება“)-ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოვა სისტემის მოდულები. მოდულების ჩამონათვალში მოდულები, რომლებიც უნდა განვაახლოოთ, ნაჩვენები იქნება ყვითელი ფერით, ხოლო მათ წინ ჩართული იქნება ალმები;

  • Updates („განახლება“)-ბრძანებაზე დაჭერით მოხდება მოდულების განახლება. განახლების შემდეგ ეკრანზე გამოვა გაფრთხილება:


დადასტურების შემთხვევაში სისტემა გადაიტვირთება და თავიდან შესვლის შემდეგ ყველა განახლებული მოდული იმუშავებს განახლებით მიღებული ცვლილებების გათვალისწინებით. თუ მომხმარებელს არ უნდა სისტემიდან გასვლა (აგრძელებს მუშაობას) მაშინ უნდა დააჭირეთ ღილაკს "No",... დაწვრილებით 

მოდულების მართვა (Module Management) არის სისტემური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა ახალი მოდულების დამატება ან სისტემიდან არა საჭირო მოდულების ამოღება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => მოდულების მართვა:

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "Module Management", რომელსაც აქვს ცხრილის ფორმა:

ცხრილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:

  • Status-სვეტში ალმის ჩართვა უზრუნველყოფს შესაბამისი მოდულის მუშაობას სისტემაში;
  • Use Categoryes;
  • Priority-პრიორიტეტების მინიჭებით შესაძლებელია სისტემის მთავარ მენიუში მოდულების განლაგების ცვლილება;
  • Module Name-სვეტში მოცემულია სისტემაში არსებული მოდულების დასახელება;
  • Module version-სვეტში მოცემულია მოდულების ვერსიები;
  • Description-სვეტში მოცემულია მოდულების აღწერა.

მოდულების მართვის ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:

  • Add (დამატება)-დააჭირეთ ბრძანებაზე „Add“ეკრანზე გამოვა... დაწვრილებით 
გადატვირთვა არის სისტემური მენიუს ბრძანება,მისი გამოყენებით ხდება სისტემის გადატვირთვა. სისტემის გადატვირთვა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => გადატვირთვა:
 
პროგრამიდან გასვლა არის სისტემური მენიუს ბრძანება, მისი გამოყენებით ხდება სისტემის დახურვა მუშაობის დამთავრების შემდეგ. პროგრამიდან გასვლა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => პროგრამიდან გასვლა:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ასეთ შემთხვევასაც: მომხმარებელი მუშაობს სისტემაში, გახსნილი აქვს დიალოგური ფანჯარა და სურს რაიმე ინფორმაციის (მაგ. ანალიზური) ნახვა. მომხმერებელს შეუძლია მეორედ შევიდეს სისტემაში და საჭირო ინფორმაციის ნახვის შემდეგ ბრძანებაზე "პროგრამიდან გასვლა" დახუროს იგი, შემდეგ კი გააგრძელოს მუშაობა გახსნილ ფანჯარაში. 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!