სათაური |
აღწერა |
სკინები (სისტემური მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს , მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის სკინების ჩამონათვალი. სასურველ სკინზე დაჭერით იცვლება ეკრანის ფონი. მოქმედება სრულდება ასეთი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => სკინები =>სკინი (ჩამონათვალიდან). | |
გახსნილი ფანჯრები (სისტემური მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს. მისი დანიშნულებაა გვაჩვენოს ერთდროულად გახსნილი ფანჯრები. მოქმედება ხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => გახსნილი ფანჯრები. მონიშნული ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის გახსნილი ფანჯრების ჩამონათვალი. ჩამონათვალში კონკრეტულ ფანჯარაზე დაჭერით ეკრანზე გააქტიურდება შესაბამისი ფორმა. | |
პაროლის შეცვლა არის სისტემური მენიუს ბრძანება. პაროლის შესაცვლელად დაიცავით მოქმედებათა თანმიმდევრობა: სისტემური მენიუ => პაროლის შეცვლა: მონიშნულ ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა იმავე დასახელების ფანჯარა. ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
| |
განახლება (Updates) არის სისტემური მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემის განახლება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => განახლება: ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოდის იმავე დასახელების ფანჯარა. ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:
დადასტურების შემთხვევაში სისტემა გადაიტვირთება და თავიდან შესვლის შემდეგ ყველა განახლებული მოდული იმუშავებს განახლებით მიღებული ცვლილებების გათვალისწინებით. თუ მომხმარებელს არ უნდა სისტემიდან გასვლა (აგრძელებს მუშაობას) მაშინ უნდა დააჭირეთ ღილაკს "No",... დაწვრილებით | |
მოდულების მართვა (Module Management) არის სისტემური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა ახალი მოდულების დამატება ან სისტემიდან არა საჭირო მოდულების ამოღება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => მოდულების მართვა: ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "Module Management", რომელსაც აქვს ცხრილის ფორმა: ცხრილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
| |
გადატვირთვა არის სისტემური მენიუს ბრძანება,მისი გამოყენებით ხდება სისტემის გადატვირთვა. სისტემის გადატვირთვა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => გადატვირთვა: | |
პროგრამიდან გასვლა არის სისტემური მენიუს ბრძანება, მისი გამოყენებით ხდება სისტემის დახურვა მუშაობის დამთავრების შემდეგ. პროგრამიდან გასვლა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => პროგრამიდან გასვლა: შეიძლება ადგილი ჰქონდეს ასეთ შემთხვევასაც: მომხმარებელი მუშაობს სისტემაში, გახსნილი აქვს დიალოგური ფანჯარა და სურს რაიმე ინფორმაციის (მაგ. ანალიზური) ნახვა. მომხმერებელს შეუძლია მეორედ შევიდეს სისტემაში და საჭირო ინფორმაციის ნახვის შემდეგ ბრძანებაზე "პროგრამიდან გასვლა" დახუროს იგი, შემდეგ კი გააგრძელოს მუშაობა გახსნილ ფანჯარაში. |