Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მოდულების მართვა

მოდულების მართვა (Module Management) არის სისტემური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა ახალი მოდულების დამატება ან სისტემიდან არა საჭირო მოდულების ამოღება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => მოდულების მართვა

 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "Module Management", რომელსაც აქვს ცხრილის ფორმა

 

ცხრილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:

  • Status-სვეტში ალმის ჩართვა უზრუნველყოფს შესაბამისი მოდულის მუშაობას სისტემაში;
  • Use Categoryes;
  • Priority-პრიორიტეტების მინიჭებით შესაძლებელია სისტემის მთავარ მენიუში მოდულების განლაგების ცვლილება;
  • Module Name-სვეტში მოცემულია სისტემაში არსებული მოდულების დასახელება;
  • Module version-სვეტში მოცემულია მოდულების ვერსიები;
  • Description-სვეტში მოცემულია მოდულების აღწერა.
მოდულების მართვის ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:
  • Add (დამატება)-დააჭირეთ ბრძანებაზე „Add“ეკრანზე გამოვა Plugins საქაღალდე, სადაც მოცემულია სისტემის მოდულები. მონიშნეთ დასამატებელი მოდული და დააჭირეთ „Open“-ს, ახალი მოდული დაემატაება სისტემის მოქმედ მოდულთა სიაში;
  • Remove („ამოშლა“)-დადექით ამოსაშლელ მოდულზე და გამოიყენეთ ბრძანება „Remove“, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
 

დადასტურების შემთხვევაში მოდული ამოიშლება მოდულების სიიდან.

  • Scan-(„სკანირება“)-ბრძანების საშუალებით ხდება ამოშლილი მოდულის დამატება;
  • Update;
  • Load Module-ბრძანების დახმარებით ხდება დამატებული მოდულის დასახელების მთავარ მენიუში გამოჩენა. ამისათვის დადექით დამატებულ მოდულზე და დააჭირეთ ბრძანებაზე „Load Module“, მოდულის დასახელება გამოჩნდება მთავარ მენიუში;
  • Save-განახლების შენახვა სისტემიდან გაუსვლელად;
  • Save and Restart-განახლების შენახვა და სისტემის გადატვირთვა;
  • Exit.

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!