Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სისტემა

სისტემა არის მოდული, მის პიქტოგრამაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის "სისტემის" მენუ: 

 

მენიუ შედგება შემდეგი ბრძანებებისაგან:

  • პაროლის შეცვლა;
  • მოდულების მართვა-მომხმარებელს საშუალებას აძლევს სისტემაში ჩატვირთოს ან ამოტვირთოს სასურველი მოდულები;
  • რედაქტორი-გამოიყენება წერილობითი დოკუმენტის შესაქმნელად;
  • კალენდარი-მისი დანიშნულებაა მომხმარებელეს მისცეს საშუალება წინასწარ ჩაინიშნოს საჭირო მასალები და კალენდრის საშუალებით გაიხსენოს ისინი. კალენდრის გამოტანა შეიძლება ქვედა პანელზე არსებულ -პიქტოგრამაზე დაჭერითაც;
  • ინსტრუმენტები-მისი დანიშნულებაა მომხმარებელს მისცეს ინტრუმენტებით სარგებლობის საშუალება. მისი გამოყენებით სისტემის ქვედა პანელის ზემოთ გამოდის ინსტრუმენტების ჯგუფი. ინსტრუმენტების პანელის გამოტანა შეიძლება ქვედა პანელზე არსებულ -პიქტოგრამაზე დაჭერითაც;
  • პროგრამის შესახებ- ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის „About“ფანჯარა სადაც მოცემულია სისტემა „Apex ERP“-ის პლათფორმა;
  • www.apex.ge-სისტემიდან გაუსვლელად მომხმარებელი შედის ინტერნეტში შპს „აპექსის“ ვებ-გვერდზე.;
  • www.support.apex.ge-სისტემიდან გაუსვლელად მომხმარებელი შედის ინტერნეტში შპს „აპექსის“ ფორუმზე;
  • სკინები-წარმოადგენს სკინების ჩამონათვალს (ჩამონათვალის ღილაკი);
  • გახსნილი ფანჯრები-გვიჩვენებს იმ ფანჯრების ჩამონათვალს, რომლებიც გამოტანილი ჰქონდა მომხმარებელს ეკრანზე (ჩამონათვალის ღილაკი);
  • თვისებები-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ჩანართებიანი ფანჯარა. თითოეული ჩანართიდან შესაძლებელია სისტემისათვის გარკვეული თვისებების შეცვლა.
 

ასევე ნახეთ: 

სისტემური მენიუ 

სათაური 
აღწერა 
ინსტრუმენტები არის სისტემის მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებელს მისცეს ინსტრუმენტებით სარგებლობის საშუალება. მისი გამოყენებით სისტემის ქვედა პანელის ზემოთ გამოდის ინსტრუმენტების ჯგუფი:
  • Web Browser-ინსტრუმენტზე დაჭერით გეძლევათ ინტერნეტში შესვლის საშუალება სისტემიდან გაუსვლელად;
  • ექსპორტი-ინსტრუმენტის საშუალებით ხდება მონაცემების ექსპორტი Excel-ში. ექსპორტის განსახორციელებლად მაუსის მარცხენა ღილაკი დააჭირეთ ინსტრუმენტზე გადააცოცეთ ეკრანზე და აუშვით მაუსი, ეკრანზე გამოვა ფანჯარა:

ფანჯარას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალმები):
  1. გავხსნათ ფაილი შენახვის შემდეგ-ალამი ავტომატურად მონიშნულია და თუ დავაჭერთ ღილაკზე „ექსპორტი“, მოხდება ეკრანზე არსებული მონაცემების Excel-ში გადატანა, შენახვა და ავტომატურად ფაილის გახსნა;
  2. E-mail-ით გაგზავნა-ალმის ჩართვითა და ღილაკზე-„ექსპორტი“ მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით, შეგიძლიათ მონაცემთა შენახვა და გადაგზავნა... დაწვრილებით 
პაროლის შეცვლა არის სისტემური მენიუს ბრძანება. პაროლის შესაცვლელად დაიცავით მოქმედებათა თანმიმდევრობა: სისტემური მენიუ => პაროლის შეცვლა:

მონიშნულ ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოვა იმავე დასახელების ფანჯარა.

ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
  • სახელი სისტემაში-ავტომატურადაა ჩაწერილი და რედაქტირებას არ ექვემდებარება;
  • ძველი პაროლი-შეიტანეთ ძველი პაროლი;
  • ახალი პაროლი-შეიტანეთ ახალი პაროლი;
  • გაიმეორეთ პაროლი-გაიმეორეთ ახალი პაროლი.
ველების შევსების შემდეგ გააქტიურდება ბრძანება „შენახვა“. ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანება „გასვლა“. 
მოდულების მართვა (Module Management) არის სისტემური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა ახალი მოდულების დამატება ან სისტემიდან არა საჭირო მოდულების ამოღება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => მოდულების მართვა:

ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოდის ფორმა "Module Management", რომელსაც აქვს ცხრილის ფორმა:

ცხრილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
  • Status-სვეტში ალმის ჩართვა უზრუნველყოფს შესაბამისი მოდულის მუშაობას სისტემაში;
  • Use Categoryes;
  • Priority-პრიორიტეტების მინიჭებით შესაძლებელია სისტემის მთავარ მენიუში მოდულების განლაგების ცვლილება;
  • Module Name-სვეტში მოცემულია სისტემაში არსებული მოდულების დასახელება;
  • Module version-სვეტში მოცემულია მოდულების ვერსიები;
  • Description-სვეტში მოცემულია მოდულების აღწერა.
მოდულების მართვის ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:
რედაქტორი არის სისტემის მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებელეს მისცეს საშუალება სისტემიდან გაუსვლელად შექმნას წერილობითი დოკუმენტები. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ტექსტური რედაქტორი:

აკრეფილი ტექსტი შეგიძლიათ შეინახოთ, როგორც „Microsoft Word“ დაკომუნეტი. 
კალენდარი არის სისტემის მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მომხმარებელეს მისცეს საშუალება წინასწარ ჩაინიშნოს საჭირო მასალები და კალენდრის საშუალებით გაიხსენოს ისინი. მასზე დაჭერით ეკრანზე გამოდის კალენდარის ფანჯარა:

კალენდარი ავტომატურად იმალება ეკრანის მარჯვენა მხარეს, მასთან მაუსის მიახლოებისას კი გაიშლება ეკრანზე. თუ გვინდა კალენდრის ეკრანიდან საერთოდ გაქრობა ამისათვის განმეორებით დააჭირეთ კალენდრის პიქტოგრამაზე.
კალენდრის გამოძახება და ეკრანიდან დამალვა შესაძლებელია ასევე სისტემის ქვედა პანელზე არსებული კალენდრის პიქტოგრამაზე დაჭერით. 
პროგრამის შესხებ არის სისტემის მენიუს ბრძანება, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის „About“ფანჯარა სადაც მოცემულია სისტემა „Apex ERP“-ის პლათფორმა. მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემა => პროგრამის შესახებ:
 
www.apex.ge არის სისტემის მენიუს ბრძანება, მასზე დაწკაპებით სისტემიდან გაუსვლელად მომხმარებელი შედის ინტერნეტში შპს „აპექსის“ ვებ-გვერდზე. მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემა => www.apex.ge:
 
www.support.apex.ge არის სისტემის მენიუს ბრძანება, მასზე დაწკაპებით სისტემიდან გაუსვლელად მომხმარებელი შედის ინტერნეტში შპს „აპექსის“ ფორუმზე. მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემა => www.support.apex.ge:
 
სკინები (სისტემის მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს , მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის სკინების ჩამონათვალი. სასურველ სკინზე დაჭრით იცვლება ეკრანის ფონი. მოქმედება სრულდება ასეთი თანმიმდევრობით: სისტემა => სკინები =>სკინი (ჩამონათვალიდან).
 
გახსნილი ფანჯრები (სისტემის მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს. მისი დანიშნულებაა გვაჩვენოს ერთდროულად გახსნილი ფანჯრები. მოქმედება ხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემა => გახსნილი ფანჯრები.

მონიშნული ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის გახსნილი ფანჯრების ჩამონათვალი. ჩამონათვალში კონკრეტულ ფანჯარაზე დაჭერით ეკრანზე გააქტიურდება შესაბამისი ფორმა.
 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!