Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ინსტრუმენტები

ინსტრუმენტები არის სისტემის მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებელს მისცეს ინსტრუმენტებით სარგებლობის საშუალება. მისი გამოყენებით სისტემის ქვედა პანელის ზემოთ გამოდის ინსტრუმენტების ჯგუფი: 

  • Web Browser-ინსტრუმენტზე დაჭერით გეძლევათ ინტერნეტში შესვლის საშუალება სისტემიდან გაუსვლელად;
  • ექსპორტი-ინსტრუმენტის საშუალებით ხდება მონაცემების ექსპორტი Excel-ში. ექსპორტის განსახორციელებლად მაუსის მარცხენა ღილაკი დააჭირეთ ინსტრუმენტზე გადააცოცეთ ეკრანზე და აუშვით მაუსი, ეკრანზე გამოვა ფანჯარა:
 

ფანჯარას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალმები):

  1. გავხსნათ ფაილი შენახვის შემდეგ-ალამი ავტომატურად მონიშნულია და თუ დავაჭერთ ღილაკზე „ექსპორტი“, მოხდება ეკრანზე არსებული მონაცემების Excel-ში გადატანა, შენახვა და ავტომატურად ფაილის გახსნა;
  2. E-mail-ით გაგზავნა-ალმის ჩართვითა და ღილაკზე-„ექსპორტი“ მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით, შეგიძლიათ მონაცემთა შენახვა და გადაგზავნა Excel-ის ფაილის სახით;
  3. ფორმატირების გარეშე-ალმის ჩართვითა და ღილაკზე-„ექსპორტი“ დაჭერით მომხმარებელს შეუძლია მონაცემების გადატანა და შენახვა Excel-ში ფორმატირების გარეშე.
  • ისტორია-ჩანაწერზე გადაცოცებით ფორმის ქვედა ნაწილში გამოჩნდება ჩანაწერის ისტორია;
  • თვისებები-ფორმაზე გადაცოცებით ეკრანზე ჩნდება ჩანართი: "axBase.Gridkontrol";
  • განლაგება-ეკრანზე გამოაქვს ახალი ფანჯარა "განლაგების რეესტრი";
  • კალკულატორი-ინსტრუმენტის გამოყენებით ეკრანზე ამოიშლება კალკულატორი;
  • კალენდარი-ინსტრუმენტზე დაჭერით ეკრანზე ამოიშლება კალენდარი;

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!