მოდულების მართვა (Module Management) არის სისტემური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა ახალი მოდულების დამატება ან სისტემიდან არა საჭირო მოდულების ამოღება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => მოდულების მართვა:
ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოდის ფორმა "Module Management", რომელსაც აქვს ცხრილის ფორმა:
ცხრილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
- Status-სვეტში ალმის ჩართვა უზრუნველყოფს შესაბამისი მოდულის მუშაობას სისტემაში;
- Use Categoryes;
- Priority-პრიორიტეტების მინიჭებით შესაძლებელია სისტემის მთავარ მენიუში მოდულების განლაგების ცვლილება;
- Module Name-სვეტში მოცემულია სისტემაში არსებული მოდულების დასახელება;
- Module version-სვეტში მოცემულია მოდულების ვერსიები;
- Description-სვეტში მოცემულია მოდულების აღწერა.
მოდულების მართვის ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:
- Add (დამატება)-დააჭირეთ ბრძანებაზე „Add“ეკრანზე გამოვა Plugins საქაღალდე, სადაც მოცემულია სისტემის მოდულები. მონიშნეთ დასამატებელი მოდული და დააჭირეთ „Open“-ს, ახალი მოდული დაემატაება სისტემის მოქმედ მოდულთა სიაში;
- Remove („ამოშლა“)-დადექით ამოსაშლელ მოდულზე და გამოიყენეთ ბრძანება „Remove“, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
დადასტურების შემთხვევაში მოდული ამოიშლება მოდულების სიიდან.
- Scan-(„სკანირება“)-ბრძანების საშუალებით ხდება ამოშლილი მოდულის დამატება;
- Update;
- Load Module-ბრძანების დახმარებით ხდება დამატებული მოდულის დასახელების მთავარ მენიუში გამოჩენა. ამისათვის დადექით დამატებულ მოდულზე და გამოიყენეთ ბრძანება „Load Module“, მოდულის დასახელება გამოჩნდება მთავარ მენიუში;
- Save-განახლების შენახვა სისტემიდან გაუსვლელად;
- Save and Restart-განახლების შენახვა და სისტემის გადატვირთვა;
- Exit.