Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საქონლის შეზღუდვები

საქონლის შეზღუდვები არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება (დისტრიბუცია => საქონლის შეზღუდვები), მისი დანიშნულებაა პრესელერებისათვის საქონლზე შეზღუდვების დაწესება. კერძოდ, როდესაც პრესელერს გარკვეულ შეზღუდვას ვუწესებთ საქონელთან მიმართებაში, მას წვდომა არ ექნება აღნიშნული საქონელზე რაიმე ოპერაციის განხორციელების. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „საქონლის შეზღუდვები“: 

 

ფორმას თან ახლავს ჩანართი "შემკვეთები". ჩანართი წარმოადგენს Grid-ს. ჩანართს აქვს პრესელერის ასარჩევი გრაფა, პრესელერის არჩევის შემდეგ ცხრილში გამოჩნდება ყველა ის მომხმარებელი, რომელიც დაკავშირებულია არჩეულ პრესელერთან. ცხრილში პრესელერს აქვს გაფართოების- და შეკუმშვი- ღილაკები. 

ჩანართში პრესელერის არჩევის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელზედაც პრესელერს აქვს შეზღუდვები. 

ფორმას აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:

 

ფანჯარას აქვს შემდეგი ელემენტები: 

-პრესელერი-გრაფაში ირჩევენ იმ პრესელერს, რომლისათვისაც წესდება შეზღუდვები; 

-შემკვეთის კატეგორია-ირჩევენ შემკვეთის კატეგორიებს; 

-შემკვეთი-ირჩევენ შემკვეთს, რომელიც მიბმულია პრესელერზე; 

-მწარმოებელი-გრაფაში ირჩევენ მწარმოებელს, რომლის მიერ წარმოებულ საქონელზეც წესდება შეზღუდვები; 

-კატეგორია-ირჩევენ საქონლის კატეგორიას; 

-უნაშთო საქონლის გამოჩენა (ღილაკი ჩამრთველი)-ფანჯრის გახსნისას ღილაკი ჩვეულებრივ ამორთულია, ჩართვის შემდეგ ცხრილში გამოჩნდება ისეთი საქონელიც, რომელის ნაშთებიც საწყობებში არ არსებობს. 

ფანჯრის ქვედა ნაწილი (გრაფების ქვემოთ) წარმოადგენს ცხრილს (Grid). ცხრილში მოცემულია საქონლის ჩამონათვალი, მონიშნეთ Space-კლავიშზე დაჭერით სასურველი საქონელი, დააჭირეთ ბრძანებას "შენახვა" და დახურეთ ფანჯარა (გასვლა). ფორმაში „საქონლის შეზღუდვები“ განახლების შემდეგ დაემატება საქონელი, რომელზედაც ვრცელდება შეზღუდვა.

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!