Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ფასდაკლების ჯგუფები (II ვარიანტი)

ფასდაკლების ჯგუფები (II ვარიანტი) არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ერთი და იგივე დასახელების საქონლისათვის ფასდაკლების ჯგუფების შექმნა. 

ბრძანების გამოყენების შედეგა, ეკრანზე გამოვა ფორმა „ფასდაკლების ჯგუფები“: 

 

ფორმას აქვს ჩანართი "ჯგუფები", რომელიც შეიძლება ეკრანზე მოვაწყოთ სასურველ ადგილზე. ფორმაში მოქმედებები სრულდება კონტექსტური მენიუდან, რომალსაც აქვს სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანებები:

 

ივსება შემდეგი გრაფები: 

- დასახელება-გრაფაში იწერება ჯგუფის დასახელება; 

- მინიმალური ზღვარი-გრაფაში იწერება ცალკეული დასახელების საქონლის ის მინიმალური რაოდენობა, რომელის ყიდვის შემთხვევაში მყიდველისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება (ან ერთი ცალი საქონლის ჩუქება); 

- ჯერადობა-მიუთითებს ფდაკლების(ჩუქების) განმეორებადობას. მაგალითად, თუ მინიმალური ზღვარი არის "10" და ჯერადობის ველში ჩავწერთ "3", მაშინ ფასდაკლება ან ჩუქება განხორციელდება მე-10, მე-12, მე-15, მე-18-ე და ა. შ. საქონელზე. თუ ჯერადობის გრაფაში ჩავწერთ "0"-ს, მაშინ ფასდაკლება (ჩუქება) განხორციელდება მხოლოდ ერთხელ-მინიმალური ზღვარის შესაბამისი რაოდენობის საქონლის გაყიდვისას; 

-ფასი-გრაფაში იწერება ფასი, რომელიც უნდა დაუდგინდეს ჯგუფში შემავალ საქონელს. 

-რანგები (Combo box)-აქედან ვირჩევთ, ვამატებთ და ვარედაქტირებთ ჯგუფებს. ჯგუფებს ან ცალკეულ ჯგუფს შეიძლება დავუდგინოთ სხვადასხვა პირობები. პირობების დადგენა ხდება ახალი ჯგუფის დამატების პროცესში. ახალი ჯგუფის დასამატებლად გამოიყენეთ "+" ღილაკი. ეკრანზე გამოვა ფორმა : 

 

მითითებულ ველებში კეთდება შესაბამისი ჩანაწერები და შენახვის ღილაკზე გამოყენების შემდეგ ჯგუფისათვის დგინდება პირობები: კერძოდ, თუ საქონლის ჯგუფში შემავალ კონკრეტულ საქონელს მყიდველი იყიდის მინიმუმ 6 ერთეულს, მაშინ მასზე გავრცელდება 8 პროცენტიანი ფასდაკლება (6 ერთეულიდან 12 ერთეულამდე), 12 ერთეულს, მაშინ გავრცელდება 10 პროცენტიანი ფასდაკლება და ასე შემდეგ. 

 

ჯგუფის ამოსაშლელად ჩამონათვალიდან დაარედაქტირეთ ჯგუფი და წაშლის ღილაკის დახმარებით წაშალეთ ამ ჯგუფისათვის დადგენილი ყველა პირობა ( "..." დააჭირეთ ღილაკზე =>დააფიქსირეთ ჩანაწერი (პირობა) =>გამოიყენეთ ბრძანება "წაშლა" =>დაადასტურეთ თანხმობის ღილაკით "Yes"): 

 

ყველა სტრიქონის წაშლის შემდეგ ჯგუფი ამოიშლება ჩამონათვალიდან. 

დამატების ფანჯარას აქვს მენიუ ბრძანებებით შენახვა და გასვლა.

  • რედაქტირება:
  • წაშლა (ჩამონათვალის ღილაკი)
    • წაშლა-უშუალოდ ბრძანების გამოყენების შედეგად ჯგუფი ამოიშლება ჩანართიდან ;
    • საქონლის გასუფთავება-ბრძანების გამოყენების შედეგად ჯგუფში გაერთიანებული საქონელი იშლება ფორმიდან (ფორმა გასუფთავდება) და თავიდან გვეძლევა ჯგუფში სხვა საქონლის გაერთიანების შესაძლებლობა.
  • შეჩერება-ბრძანების გამოყენების შემდეგ ჯგუფი ხდება შეჩერებული და ჩანართში შესაბამისი სვეტის გამოტანის შემთხვევაში(დამალული სვეტებიდან) ჯგუფს ჩართული ექნება შესაბამისი ღილაკი.
ჩანართში ჯგუფის დამატების შემდეგ შეიძლება მოქმედებების შესრულება უკვე ფორმაში "ფასდაკლების ჯგუფები". ამისათვის ვიყენებთ მთავარი მენიუს ბრძანებებს:  

ფანჯარას აქვს ორი გრაფა:

  1. საქონლის დასახელება (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საქონელს, რომელიც უნდა შევიდეს ფასდაკლების ჯგუფში;
  2. ფასი-გრაფაში ავტომატურად გადმოდის საქონლის ფასი;
დიალოგურ ფანჯარას აქვს ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
  • ჩაყრა-ბრძანება საშუალებას გვაძლევს ჯგუფში ერთდროულად გავაერთიანოთ საქონელი ცალკეული ტიპის, მომწოდებლის, კატეგორიის მიხედვით ან ყველა არსებული საქონელი ერთდროულად. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "აირჩიეთ საქონლის ფილტრი":
 

თუ ყველა საქონლის ერთ ჯგუფში გაერთიანება გვინდა მაშინ ფანჯარაში არსებულ ველებს დავტოვებთ ცარიელს (ყველა), ხოლო თუ გვინდა ერთი კონკრეტული მომწოდებლის, კატეგორიის ან ტიპის მიხედვით გაფილტვრა მაშინ ვირჩევთ შესაბამის გრაფაში მომწოდებელს, კატეგორიას ან ტიპს და ვაჭერთ ღილაკს "შენახვა". საქონელი ავტომატურად გაერთიანდება არჩეულ ჯგუფში: 

 

ცხრილში რედაქტირებადია სვეტები "საბითუმო ფასი (ლ)" და "საცალო ფასი (ლ)" (ფორმაში შესვლისას დამალულ სვეტებშია) მათ თითოეულ გრაფაში შესაძლებელია საქონლის ფასის შეცვლა ხელით. 

ცხრილიდან ცალკეული საქონლის ამოსშლელად გამოიყენება მთავარი მენიუს ბრძანება "წაშლა", ხოლო ყველა საქონლის ერთდროულად წასაშლელად "საქონლის გასუფთავება", რომელიც განთავსებულია ჩანართ "ჯგუფების" კონტექსტურ მენიუში (განხილული იყო ზემოთ). 

 

ფორმაში გამოდის კონტექსტური მენიუ მთავარი მენიუს ბრძანებებით. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), ფასდაკლების ჯგუფები (I ვარიანტი) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!