Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ფასდაკლების ჯგუფები (I ვარიანტი)

ფასდაკლების ჯგუფები (I ვარიანტი) არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ერთი და იგივე დასახელების საქონლისათვის ფასდაკლების ჯგუფების შექმნა. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „ფასდაკლების ჯგუფები“: 

 

ფორმას აქვს ჩანართი "ჯგუფები", რომელიც შეიძლება ეკრანზე მოვაწყოთ სასურველ ადგილზე. ფორმაში მოქმედებები სრულდება კონტექსტური მენიუდან, რომალსაც აქვს სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანებები:

 

ივსება შემდეგი ტექსტური გრაფები:

  • დასახელება-გრაფაში იწერება ჯგუფის დასახელება;
  • მინიმალური ზღვარი-გრაფაში იწერება ცალკეული დასახელების საქონლის ის მინიმალური რაოდენობა, რომელის ყიდვის შემთხვევაში მყიდველისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება (ან ერთი ცალი საქონლის ჩუქება);
  • ჯერადობა-მიუთითებს ფდაკლების(ჩუქების) განმეორებადობას. მაგალითად, თუ მინიმალური ზღვარი არის "10" და ჯერადობის ველში ჩავწერთ "3", მაშინ ფასდაკლება ან ჩუქება განხორციელდება მე-10, მე-12, მე-15, მე-18-ე და ა. შ. საქონელზე. თუ ჯერადობის გრაფაში ჩავწერთ "0"-ს, მაშინ ფასდაკლება (ჩუქება) განხორციელდება მხოლოდ ერთხელ-მინიმალური ზღვარის შესაბამისი რაოდენობის საქონლის გაყიდვისას;
  • ფასი-გრაფაში იწერება ფასი, რომელიც უნდა დაუდგინდეს ჯგუფში შემავალ საქონელს.
ფანჯარას აქვს მენიუ ბრძანებებით შენახვა და გასვლა. ჩანართში ჯგუფის დამატების შემდეგ შეიძლება მოქმედებების შესრულება უკვე ფორმაში "ფასდაკლების ჯგუფები". ამისათვის ვიყენებთ მთავარი მენიუს ბრძანებებს:  

ფანჯარას აქვს ორი გრაფა:

  1. საქონლის დასახელება (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საქონელს, რომელიც უნდა შევიდეს ფასდაკლების ჯგუფში;
  2. ფასი-გრაფაში ავტომატურად გადმოდის საქონლის ფასი;
დიალოგურ ფანჯარას აქვს ბრძანებები: შენახვა და გასვლა. 

ფორმაში დამატებული საქონლის ფასი, თუ განსხვავდება ჯგუფისათვის დადგენილი ფასისაგან, მაშინ შესაბამისი სტრიქონი ცხრილში იქნება წითელი ფერის: 

  • წაშლა;
  • ფასების შეცვლა-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
 

დადასტურების შედეგად (Yes) ფორმაში საქონლის ფასი შეიცვლება ჩანართში დაგეგმილი ფასით.

ფორმაში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია აგრეთვე კონტექსტური მენიუს დახმარებითაც. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!