Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მწარმოებლის ჯგუფები

მწარმოებლის ჯგუფები არის დისტრიბუციის მოდულის ბრძანება (დისტრიბუცია => პარამეტრები => მწარმოებლის ჯგუფები), რომლის დანიშნულებაა მწარმოებელთა ჯგუფების შექმნა-მათი გაერთიანება წინასწარ შექმნილ ჯგუფებში, რომელიც გამოიყენება დინამიურ ფორმაში მწარმოებლების მიხედვით ანალიზისათვის. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მწარმოებლის ჯგუფები

 

ფორმას აქვს ჩანართი "ჯგუფები". ჩანართში ხდება ჯგუფების დამატება, რედაქტირება და წაშლა. ამისათვის გამოიყენება კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს ჩამოთვლილი ბრძანებები:

 

გრაფაში "დასახელება" შეგვაქვს ჯგუფის დასახელება ("დასახელება (ENG)" ველში დასახელება ინგლისურად) შემდეგ ვიყენებთ ბრძანებას "შენახვა". შედეგად ჯგუფი დაემატება ჩანართში. ფანჯრის მენიუში განთავსებულია აგრეთვე ბრძანება "გასვლა".

 

კონკრეტულ ჯგუფში მწარმოებლების გასაერთიანებლად ან ამოსაშლელად დადექით ჩანართში ამ ჯგუფზე და გამოიყენეთ მთავარი მენიუს ბრძანებები:

 

 

ფანჯარას აქვს ორი გრაფა: 

-ჯგუფის დასახელება--გრაფაში არჩეულია ის ჯგუფი რომელზედაც ვდგევართ ჩანართში "ჯგუფები"; 

-მწარმოებელი--გრაფაში ირჩევენ მწარმოებელს, ამისათვის იყენებენ ჩამოსაშლელ ღილაკს (მარჯვნი კუთხეში) ან წერენ მწარმოებლის დასახელებას გრაფაში; 

მწარმოებლის ჯგუფში დასამატებლად გამოიყენეთ ფანჯრის მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება "შენახვა" (ფანჯრის მენიუში არის აგრეთვე ბრძანება "გასვლა"), შედეგად მწარმოებელი გამოჩნდება ფორმაში "მწარმოებლები": 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!