Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სასაქონლო ინვენტარი

სასაქონლო ინვენტარი არის დისტრიბუციის მოდულის ბრძანება (დისტრიბუცია => ფასდაკლების ჯგუფები => სასაქონლო ინვენტარი) რომლის დანიშნულებაა გამყიდველის მიერ მყიდველისათვის სარგებლობაში გადაცემულ ინვენტარზე (მაგ, მაცივარი) ამ მყიდველზე რეალიზებული საქონლის მიბმა, რათა შემდგომ ანალიზურ ფორმებში გაანალიზდეს, რამდენად მიზანშეწონილია მყიდველთან ინვენტარის დატოვება. 

ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "სასაქონლო ინვენტარი": 

 

ფორმას აქვს ჩანართი, სადაც მოცემულია ინვენტარის ცნობარი. ჩანართში მონაცემები გადმოდის ფიქსირებული აქტივების ცნობარიდან. ჩანართის ცხრილში მოცემული თითოეული ინვენტარისათვის ფორმაში "სასაქონლო ინვენტარი" იქმნება იმ საქონლის ცნობარი, რომელიც განთავსებული იქნება ინვენტარში. ინვენტარში განსათავსებელი საქონლის დასამატებლად იყენებენ ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულ ბრძანებებს:

 

ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

ფანჯარაში მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: მოვნიშნავთ იმ საქონელს, რომელიც სარეალიზაციოდ განთავსდება ინვენტარში მყიდველის ობიექტზე. საქონლის სიაში დასამატებლად გამოიყენეთ მენიუს ზოლში განთავსებულლი ბრძანება "შენახვა". 

ფორმაში ზემოთ აღწერილი მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს დახმარებითაც. 

 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!