Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სადაზღვევო პაკეტები

სადაზღვევო პაკეტები არის კადრების მოდულის ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემავალი ცნობარების ქვემენიუ, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა მოცულობის სადაზღვევო პაკეტების შაბლონების შექმნა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სადაზღვევო პაკეტები": 

 

ფორმას აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:

 

ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:

  1. სადაზღვევო პაკეტი (Combo Box)-ველში ირჩევენ პაკეტის დასახელებას, რომელიც ბაზაში ჩაწერილია ხისტად სადაზღვევო კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე;
  2. პაკეტის ღირებულება-სადაზღვევო პაკეტის ღირებულება იწერება ხელით ან ჩამოსაშლელი კალკულატორის დახმარებით;
  3. გადახდის ვალდებულება (გადართვის ღილაკი):
    • თუ ჩავრთავთ ღილაკს "კომპანია", მაშინ სადაზღვევო პაკეტის ღირებულების ანაზღაურებას მოახდენს კომპანია საკუთარი სახსრებით;
    • თუ ჩავრთავთ ღილაკს "პიროვნება", მაშინ სადაზღვევო პაკეტის ღირებულებას ანაზღაურებს კომპანიის თანამშრომელი;
  4. დამზღვევი კომპანია (Combo Box)-გრაფაში ვირჩევთ დამზღვევი კომპანიის დასახელებას (მონაცემები გადმოდის სხვადასხვა ცნობარიდან);
  5. საბანკო ანგარიშის №- სადაზღვევო კომპანიის ანგარიშის ნომერი ბანკში;
  6. მომსახურე ბანკი-სადაზღვევო კომპანიის მომსახურე ბანკი;
  7. შენიშვნა-ველში იწერება შენიშვნები (მინიშნება);
  8. შეჩერებული;
ფორმაში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანებები. 

სადაზღვევო პაკეტების მიბმა ხდება იმ პერსონალზე, რომელიც უკვე გახდა თანამშრომელი (კადრები =>საანკეტო მონაცემები => პერსონალი => რედაქტირება). ამისათვის ვიყენებთ ფორმა "პერსონალის" მენიუს ზოლიდან საანკეტო მონაცემებს (ბრძანება "დაზღვევა").

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!