Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
პოკეტით მუშაობა

პოკეტით მუშაობა 

 

ჩართეთ პოკეტი, მოძებნეთ ეკრანზე სისტემა "აპექსისი" გამშვები ფაილის იარლიყი და დააჭირეთ მასზე ე. წ. "ჩხირი": 

 

ეკრანზე გამოვა სისტემის გარე მენიუ: ძირითადი, სისტემა, გასვლა 

 

  • ძირითადი-პროგრამაში შესასვლელად დააჭირეთ ღილაკს "ძირითადი", ეკრანზე გამოვა მენიუ ბრძანებათა ჩამონათვალით:
 

  • ახალი ვან შეკვეთა-ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფორმა:
 

 

ფორმას აქვს Combo Box-ი საიდანაც ირჩევენ რეალიზაციის ფორმას: 

-თავისუფალი-ირჩევენ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ არის დღგ-ის გადამხდელი; 

-არა თავისუფალი-ირჩევენ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დღგ-ის გადამხდელია; 

-საჩუქარი-ირჩევენ იმ შემთხვევაში, თუ ხდება საქონლის საჩუქრად გაცემა. 

ფორმა წარმოადგენს სამსვეტიან ცხრილს, რომლის პირველ სვეტში "კოდი" მოცემულია მყიდველის ანალიზური ანგარიშის რიგითი ნომერი. მაგალითად შპს "მეათეს" კოდია: 

 

ფორმის მეორე სვეტში "დასახელება" მოცემულია მყიდველის დასახელება, ხოლო მესამე სვეტში "თანხა (ლ)"-მყიდველის დავალიანება კომპანიის მიმართ ამ დისტრიბუტორთან მიმართებაში. 

ცხრილის თავში მოცემულია ფილტრის ველი საიდანაც ცხრილი იფილტრება მყიდველის დასახელებით, დასახელება იწერება ხელით. დასახელებაში შემავალი ნებისმიერი მიმდევრობით მყოფი სამი სიმბოლოს (ასო) აკრეფის შემდეგ ავტომატურად მოხდება ფორმის განახლება და ცხრილში დარჩება მხოლოდ ის მყიდველები რომელიც შეიცავს ფილტრის ველში აკრეფილ სამ სიმბოლოს. გაფილტვრა შეიძლება ერთი სიმბოლოს ჩაწერითაც, მაგრამ ამ სემთხვევაში ფორმა ავტომატურად არ განახლდება-განახლებისათვის უნდა დააჭიროთ განახლების ღილაკს: 

 

 

ცხრილის გაფილტვრის შემდეგ დარჩენილი მყიდველებისაგან ამოვირჩევთ სასურველს. ამორჩევა ხდება ცხრილში მყიდველზე ორჯერ დაჭერით ან მყიდველზე დადგომის შემდეგ -ღილაკზე დაჭერით. თუ ცხრილში არ აირჩევთ მყიდველს და პირდაპირ დააჭერთ -ღილაკზე, მაშინ ავტომატურად მოხდება ცხრლში პირველ სტრიქონზე განთავსებული მყიდველის არჩევა: 

 

 

ეკრანზე გამოდის ფორმა, რომელსაც აქვს საქონლის ტიპის ასარჩევი Combo Box-ი. ფორმაში შესვლისას ავტომატურად არჩეულია "ყველა" და ცხრილში ჩანს ყველა ის საქონელი, რომელიც არსებობს ბორტზე. დისტრიბუტორს შეუძლია გაფილტროს საქონელი ტიპის მიხედვით (ჩამოშლის საქონლის ჩამონათვალს ჩამოსაშლელი ღილაკის საშუალებით და აირჩევს). ეკრანზე ავტომატურად გამოდის კალკულატორი, რომლის დახმარებითაც ხდება საქონლის რაოდენობის არჩევა: 

 

 

 

ეკრანზე კალკულატორის გამოჩენა და დამალვა შესაძლებელია -ღილაკზე მორიგეობით დაჭერით. 

საქონლის რაოდენობის ჩაწერის შემდეგ რაოდენობის სვეტის შესაბამის ველში, უნდა დააჭიროთ -ღილაკზე ეკრანზე დარჩება მხოლოდ სარეალიზაციოდ გამზადებული საქონელი: 

 

მენიუში ჩნდება დამატებით რედაქტირებისა და წაშლის ღიალაკები: 

 

 

რედაქტირებაზე დაჭერის შემდეგ ვბრუნდებით წინა პოზიციაში, ხოლო წაშლის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ჩამონათვალში მონიშნული საქონელი (მაგალითად ამ შემთხვევაში "ვაშლი"): 

 

ჩანაწერის წაშლამდე გამოდის შეტყობინება, რომელიც გვეკითხება წავშალოთ თუ არა ნამდვილად მონიშნული ჩანაწერი. ღილაკზე "კი" დაჭერის შემდეგ საქონელი (ამ შემთხვევაში "ვაშლი") ამოიშლება სარეალიზაციოდ გამზადებული საქონლის ჩამონათვალიდან. 

შემდგომი ეტაპია რეალიზაციის ოპერაციის ბუღალტერიაში ასახვა, ამისათვის კიდევ ერთხელ დააჭირეთ -ღილაკზე. ეკრანზე გამოვა ფორმა, სადაც მოცემულია მყიდველი (შემკვეთი) და შეკვეთის ჯამური თანხა: 

 

 

მენიუს ზოლში დამატებით გაჩნდება ღილაკები: 

-ბეჭდვის ღილაკები; 

-შეკვეთის დამატების ღილაკი, მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის შეტყობინება "დავამატოთ ახალი შეკვეთა?", დადასტურების შემთხვევაში (ღილაკზე "კი" დაჭერა) გადავდივართ ფორმაში, სადაც მოცემულია მყიდველთა ჩამონათვალი და ვაგრძელებთ მოქმედებებს ისე, როგორც ზემოთ იყო აღწერილი; 

-ბუღალტერიაში ასახვისათვის დააჭირეთ ამ ღილაკს. ეკრანზე გამოვა შეტყობინება "დავადასტუროთ მიმდინარე საბუთი?", დადასტურების შემთხვევაში (დააჭირეთ ღილაკზე "კი") მოხდება საბუთის ასახვა ბუღალტერიაში. თუ წინა პერიოდში შექმნილი საბუთი არ არის ჩახურული მაშინ არ ჩაგვახურინებს მიმდინარე საბუთს (ჯერ უნდა ჩაიხუროს წინა საბუთი), ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

საბუთის ჩახურვის შემდეგ შემკვეთის დასახელების წინ გაჩნდება მწვანე ფერის კვადრატი, რაც იმის ნიშანია, რომ რეალიზაცია ასახულია ბუღალტერიაში: 

 

საბუთის ბუღალტერიაში ასახვის შემდეგ დისტრიბუტორმა უნდა ატვირთოს შესაბამისი ქვე-ზედნადები შემოსავლების სამსახურის სერვერზე. ამისათვის უნდა დააჭიროს -ღილაკს. ეკრანზე გამოვა შეტყობინება "ავტვირთოთ მიმდინარე ზედნადები?" დადასტურების შემდეგ (დააჭირეთ ღილაკზე "კი") დაიწყება ატვირთვის პროცესი და მისი დასრულების შემდეგ სტრიქონი გაქრება ეკრანიდან. თუ რაღაც მიზეზის გამო სასაქონლო ზედნადები ვერ აიტვირთა, მაშინ ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება. ატვირთული ზედნადების ეკრანზე გამოსაჩენად ჩართეთ ღილაკი "ატვირთული" და დააჭირეთ განახლების ღილაკს. პოკეტიდან ჩახურული საბუთისა და ატვირთული ზედნადების ნახვა, აგრეთვე შესაძლებელია ვან შეკვეთებში

-ღილაკზე დაჭერის შედეგად ხდება თანხის გადახდა. თუ შეკვეთა ჯერ არ არის ბუღალტერიაში ასახული (არ განხორციელებულა ჩახურვა), მაშინ თანხის გადახდა ვერ მოხერხდება და მცდელობის შემთხვევაში გამოვა შესაბამისი შეტყობინება: "ჩაუხურავი შეკვეთის გადახდა აკრძალულია!".საბუთის ჩახურვის ან სასაქონლო ზედნადების ატვირთვის შემდეგ, შესაძლებელია თანხის გადახდა. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს, ეკრანზე გამოვა ფანჯარა სადაც მითითებული იქნება პრესელერი და თანხის ველში ავტომატურად ჩაწერილი გადასახდელი თანხა, რომლის კორექტირებაც შესაძლებელია ხელით: 

 

სასურველი თანხის ჩაწერის შემდეგ დააჭირეთ -ღილაკზე, ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

დადასტურების შემდეგ (დააჭირეთ ღილაკზე "კი") თანხის გადახდის გატრების ასახვა ბუღალტერიაში. თანხის გადახდაზე არ არის შეზღუდვა-შეიძლება დავალიანებაზე მეტის გადახდა.

ჩახურული საბუთისა და ატვირთული ზედნადების გაუქმება პოკეტიდან არ ხდება-იგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უფლებამოსილი პირის მიერ ოფისში

ფორმიდან გასასვლელად დააჭირეთ -ღილაკზე. 

  • ვან შეკვეთების რეესტრი-ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა სადაც განახლების შემდეგ გამოჩნდება ჩახურული საბუთების რეესტრი. ფორმას აქვს ისეთივე მენიუ რაც "ვან შეკვეთებს". ფორმაში შესაძლებელია საბუთის დაბეჭდვა, რედაქტირება, წაშლა, ზედნადების ატვირთვა და თანხის გადახდა შესაბამისი ღილაკების დახმარებით.
 

  • ახალი წინასწარი შეკვეთა-ბრძანების დახმარებით დისტრიბუტორი (ბორტი) წინასწარ აკეთებს ახალ შეკვეთას. ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა:
 

--შეკვეთის თარიღად არჩეულია მიმდინარე დღე, ხოლო მიღების თრიღად მომდევნო დღე. თარიღების შეცვლა შესაძლებელია თარიღის ელემენტის დახმარებით; 

--გამგზავნი საწყობი წარმოადგენს იმ საწყობს, საიდანაც უნდა დაიტვირთოს ბორტი. იგი წარმოადგენს Combo Box-ს. გამგაზავნი საწყობი საჭიროების მიხედვით შეიძლება შევცვალოთ; 

--მიმღები საწყობი-იგივე ბორტი არჩეულია ავტომატურად და არ იცვლება. 

წინასწარი შეკვეთის პროცესის გასაგრძელებლად დააჭირეთ -ღილაკზე, შემდეგ -ღილაკზე. ეკრანზე გამოვა ფორმა, სადაც მოცემულია საქონლის ჩამონათვალი, ნაშთები გამგზავნ საწყობში (სვეტი "ნაშთი(გ)"), ნაშთი ბორტზე (სვეტი "ნაშთი(მ)"). 

 

დადეგით იმ საქონლის დასახელებაზე, რომლის შეკვეთასაც აპირებთ დ ადააჭირეთ _ღილაკს, ეკრანზე გამოვა კალკაულატორი და მისი დახმარებით შეძლებთ შესაკვეთი რაოდენობის აკრეფას. აკრეფილი რაოდენობა ჩაიწერება სვეტში "შეკვეთა". შემდეგ დააჭირეთ -ღილაკზე, ეკრანზე დარჩება მხოლოდ შესაკვეთი საქონელი: 

 

 

 

-ღილაკზე დაჭერით დაბრუნდებით წინა პოზიციაში. შეკვეთის პროცესის გასაგრძელებლად დააჭირეთ -ღილაკს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება "გავაგზავნოთ შეკვეთა?" დადასტურების შემდეგ (დააჭირეთ ღილაკზე "კი") გავდივართ პოკეტის გარე მენიუში, ხოლო შეკვეთა გამოჩნდება ფორმაში "წინასწარი შეკვეთიდან" (დისტრიბუცია => ვან შეკვეთები => ბორტების ზედნადები => წინასწარი შეკვეთიდან). 

  • ნაშთები-ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება სამი ჩანართი:
    • ლოკალური-ნაშთებზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად შევდივართ ჩანართში "ლოკალური", დააჭირეთ -ღილაკზე და პოკეტის ეკრანზე გამოჩნდება სინქრონიზაციის შემდეგ ლოკალურ ბაზაში არსებული ნაშთები. ლოკალური ბაზა ჩაწერილია პოკეტში. ლოკალური ნაშთების ნახვას აზრი აქვს მაშინ როდესაც სერვერთან დაკავშირება ვერ ხერხდება;
    • სერვერი-დააჭირეთ ჩანართზე და შემდეგ -ღილაკზე, პოკეტის ეკრანზე გამოჩნდება მოცემული მომენტისათვის არსებული რეალური ნაშთი. სერვერზე ნაშთების ნახვა შესაზლებელია ყოველთვის, როდესაც კავშირი უწყვეტია-ინტერნეტი არ წყდება;
    • ზედნადები-ჩანართში გადასასვლელად დააჭირეთ მასზე და შემდეგ -ღილაკზე, ეკრანზე გამოჩნდება ფორმა:
 

 

ფორმას აქვს ოთხი სვეტი: 

-საქონელი-სვეტსი მოცემულია ბორტზე ატვირთული საქონლის დასახელება; 

-დატვირთვა-სვეტში მოცემულია ბორტზე დატვირთული საქონლის რაოდენობა; 

-გაყიდული-ბორტიდან გაყიდული საქონლის რაოდენობა, იგი გამოჩნდება ქვე-ზედნადების ატვირთვის შემდეგ; 

-ნაშთი-გვიჩვენებს ბორტზე დარჩენილი საქონლის რაოდენობას. 

  • დაბრუნების რეესტრი-ბრძანების დახმარებით ხდება დაბრუნებული საქონლის ზედნადებების ნახვა და აგრეთვე საქონლის დაბრუნება -დაბრუნების ზედნადების ატვირთვა.
    • დააჭირეთ ბრძანებაზე და შემდეგ -ღილაკზე, ეკრანზე გამოჩნდება დაბრუნებული საქონლის ზედნადებების რეესტრი;
    • ახალი დაბრუნების შესასრულებლად დააჭირეთ -ღილაკზე, ეკრანზე გამოვა შეტყობინება "დავამატოთ ახალი დაბრუნება?" დადასტურების შემთხვევაში (დააჭირეთ ღილაკზე "კი") ეკრანზე გამოვა მომხმარებელთა ჩამონათვალი, საიდანაც ვირჩევთ მომხმარებელს, რომლისაგანაც უნდა დავიბრუნოთ საქონელი. ამისათვის დადექით ამ მომხმარებელზე და დააჭირეთ -ღილაკზე. ეკრანზე გამოვა ფორმა:
    • ფორმაში ავტომატურად არჩეულია ერთკვირიანი პერიოდი, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა. ფორმაში რეალიზაციები განლაგებულია თარიღების მიხედვით. ვირჩევთ იმ რეალიზაციას, რომელი რეალიზაციიდანაც უნდა დავიბრუნოთ საქონელი, შემდეგ ვაჭერთ -ღილაკზე. ეკრანზე გამოვა ზედნადები დეტალურად:
    • დასაბრუნებელი რაოდენობა იწერება სვეტში "დაბრუნება", რაოდენობის ჩასაწერად დააჭირეთ _ღილაკს და კალკულატორის დახმარებით ჩაწერეთ დასაბრუნებელი რაოდენობა, შემდეგ დააჭირეთ -ღილაკზე, ეკრანზე გამოვა შეტყობინება "ავსახოთ დაბრუნება ?" დადასტურების შემდეგ (დააჭირეთ ღილაკზე "კი") დააჭირეთ -ღილაკზე, ეკრანზე გამოჩნდება დაბრუნების ჩანაწერი (ზედნადები). ამის შემდეგ უნდა ავტვირთოთ ზედნადები შემოსავლების სამსახურის სერვერზე, ამისათვის დააჭირეთ -ღილაკზე-ზედნადები აიტვირთება. თუ განმეორებით დააჭერთ ღილაკზე, მაშინ გამოვა შეტყობინება "ზედნადები უკვე ატვირთულია!". დაბრუნების ოპერაცია ავტომატურად აისახება ბურალტერიაში და მისი ნახვა შესაძლებელი იქნება "გატარებულ საბუთებში". გატარებები ასახული იქნება პროექტის სახით. აუცილებელია მას მოეხსნას პროექტის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბორტის დაცლის შემთხვევაში იგი დარჩება ბორტზე. ბორტის დატვირთვის შემდეგ იგი არ იქნება ნაშთში-არ იქნება ასახული "დედა ზედნადებში". თუ ბორტის დატვირთვის შემდეგ მოვხსნით პროექტის სტატუსს, მაშინ ნაშთში ავტომატურად დაემატება დაბრუნებული რაოდენობა და ამ შემთხვევაში ნაშთში იქნება იმაზე მეტი საქონელი, რაც ასახულია "დედა ზედნადებში".
 

  • გადახდა (online)-ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ გამოდის ფორმა, საიდანაც ხდება მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის ასახვა დისტრიბუტორის მიერ. თანხის გადახდის პროცესი აღწერილია ზემოთ;
 

  • სალაროს ამონაწერი-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია გადახდების ნახვა. ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა:
 

ფორმას აქვს თარიღის ასარჩევი ელემენტი და ღილაკი ჩამრთველი "საკუთარი გატარება". ღილაკი ჩართულია ავტომატურად ფორმაში შესვლის მომენტში და გვიჩვენებს დისტრიბუტორის მიერ უშუალოდ პოკეტით განხორციელებულ შემოსავლებს. თუ ამოვრთავთ ღილაკს მაშინ -ღილაკზე დაჭერის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება ყველა გადახდები (შემოსავლები), რომლებიც განხორციელებულია იმ მომხმარებლების მიერ, რომლებიც მიბმულია ამ დისტრიბუტორზე. 

  • ბალანსი (online)-ბრძანებაძე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა, სადაც -ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება ბალანსი კლიენტების მიხედვით:
 

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი. -ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ბრუნვითი უწყისის ფორმა სადაც პირველ სვეტში მოცემულია კლიენტის დასახელება და შემდეგ სვეტებში შესაბამისად: "საწყისი" ნაშთი, "დებეტის" ბრუნვა, "კრედიტის" ბრუნვა და "საბოლოო" ნაშთი. ფორმის ქვედა ზოლზე მოცემულია დებეტისა და კრედიტის ჯამური ბრუნვები. თითოეულ კლიენტზე განხორციელებული ოპერაციების ნახვისათვის უნდა დადგეთ ამ კლიენტზე და შემდეგ დააჭიროთ -ღილაკზე: 

  • სისტემა-სისტემიდან ხდება თვისებების შეცვლა, ბაზის სინქრონიზაცია, რეინიციალიზაცია, გასუფთავება და განახლება. სისტემაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის მენიუ:
    • თვისებები-ბრძანების დახმარებით ხდება სისტემის თვისებების შეცვლა. მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გაიშლება მენიუ, საიდანაც ხდება თვისებების შეცვლა. ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის პაროლის შესატანი ველი, პაროლის შეტანისა და "OK" ღილაკზე დაჭერის შემდეგ შევდივართ ფორმაში. ფორმას აქვს ჩანართები: ძირითადი, ზედნადები, მონაცემები, გად. სერვისი, განახლება.
ძირითადი-ჩანართში მოცემულია შემდეგი თვისებების ჩამონათვალი, რომლის შეცვლაც შესაძლებელია:
    • მომხმარებელი-ველში ჩაწერილია დისტრიბუტორის ID;
    • ზომის ავტომატური შერჩევა-ღილაკის ჩართვის შემდეგ საქონლის დასახელებების ცხრილის თავზე (გრიდის თავზე) ველში საქონლის დასახელებას (რომელზედაც ვდგებით ცხრილში ის გამოაქვს გრიდის თავზე) ჩაწერს სრულად-თუ არ ეტევა დასახელება გადმოიტანს მეორე ხაზზე;
    • ფილტრი მწარმოებლით-თუ ღილაკი ჩართულია მაშინ საქონელი იფილტრება მწარმოებლებით, ხოლო თუ ჩართული არ არის მაშინ-კატეგორიის მიხედვით;
    • შეუძლია გადახდა-ღილაკს აქვს იგივე დანიშნულება, რაც პრესელერების ცნობარში პრესელერის დამატების ფანჯარაში გადახდის ანგარიშის წინ განთავსებულ ღილაკს (დისტრიბუცია => ცნობარები =>პრესელერები), თუ ღილაკი ჩართულია მაშინ დისტრიბუტორს აქვს თანხის შემოსავალში აყვანის უფლება. პოკეტიდან შესაძლებელია ამ ღილაკის ამორთვა და დისტრიბუტორს აღარ ექნება თანხის მიღების შესაძლებლობა. პოკეტში ღიალაკის ჩართვა-გამორთვით გამოწვეული ცვლილება მოქმედებს სინქრონიზაციებს შორის პერიოდში. ბაზის თავიდან დასინქრონიზების შემდეგ ავტომატურად აღდგება ეს თვისება ისე, როგორც პრესელერების ცნობარში არის განსაზღვრული;
    • ყველას არჩევის დაშვება-ღილაკის ჩართვით საქონლის ფილტრში იძლევა ყველას არჩევის საშუალებას;
    • გიროსკოპის მონიტორინგი-თუ ღილაკი ჩართულია, მაშინ პოკეტის კორპუსის მობრუნების შემთხვევაშიც პროგრამის ინტერფეისის მდებარეობა ეკრანზე უცვლელია-არ მიჰყვება პოკეტის კორპუსის ბრუნვას;
    • შეზღუდული შეკვეთა-როდესაც ღილაკი ჩართულია აკონტროლებს ოფისიდან დადგენილ ლიმიტებს: შეკვეთის ლიმიტს თანხობრივად და ვადაგადაცილების ლიმიტს თანხობრივად;
    • ლიმიტირებული ნაღდი-მუშაობს ვან შეკვეთის დროს და დისტრიბუტორს შეუძლია პოკეტში აკრიფოს ნებისმიერი შეკვეთა თანხობრივად, მაგრამ არ მისცემს შეკვეთის დადასტურების საშუალებას თუ უკვე დაგროვილი ნაშთი (ვალი) და ახლა აკრეფილი შეკვეთის თანხა აღემატება ავანსის ლიმიტს;
    • რაოდენობრივი ჯამი-ღილაკის ჩართვის შემდეგ გრიდის ქვემოთ თანხობრივ ჯამთან ერთად აჩვენებს რაოდენობრივ ჯამს (აზრი აქვს მაშინ როდესაც ყველა საქონელს აქვს ერთიდაიგივე განზომილების ერთეული);
    • შეცდომის ლოგირება-ყველა პროგრამული შეცდომა შეაქვს ლოგში, რომელიც იწერება My documents\Apex დირექტორიაში;
    • ინკასატორია ანგარიში-მოაქვს ბაზიდან (პრესელერების ცნობარები) და ეს არის ანგარიში, რომელზედაც დისტრიბუტორს შეუძლია თანხის შეტანა;
    • ვან შოპი-გვიჩვენებს, რომ პოკეტით კეთდება ვან შეკვეთები და აქვს ვან შეკვეთების მენიუ;
    • ვან შოპის საწყობის ანგარიში-გადმოაქვს ბაზიდან, შეიძლება რედაქტირება მაგრამ სინქრონიზაციის შემდეგ გადმოიტანს ისევ ბაზიდან;
    • დღის ზღვარი-აჩვენებს, რომელ საათზე მთავრდება სამუშაო დღე ანუ მითითებული საათის შემდეგ ყველა შეკვეთა ჩავარდება მომდევნო დღის თარიღით, ხოლო თუ შემდეგი დღე არის კვირა (როდესაც კვირა არ არის სამუშაო დღე), მაშინ ორშაბათის თარიღით;
 

ზედნადები-ჩანართში შეგვიძლია ავირჩიოთ შრიფტის ზომა, სტრიქონების რაოდენობა ზედნადებში და დასაბეჭდი ასლების რაოდენობა; 

 

მონაცემები-ჩანართში მოცემულია შემდეგი ველები: 

---რეპლიკაციის მისამართი-ველში იწერება SQL Compact Agent-ის მისამართი ინტერნეტში. იგი სჭირდება ბაზასთან კავშირისა და სინქრონიზაციისათვის; 

---სერვერის სახელი-იწერება იმ სერვერის სახელი, სადაც არის განთავსებული რეპლიკაციის პუბლიკაცია; 

---მონაცემთა ბაზის სახელი-იწერება იმ ბაზის სახელი, რომლის რეპლიკაცია ან სინქრონიზაცია ხდება; 

---რეპლიკაციის სახელი-ველში იწერება პუბლიკაციის სახელი; 

---საათის სინქრონიზაციის სერვისი-ველში იწერება WEB სერვისის მისამართი, რომლის საშუალებითაც ხდება საათის სინქრონიზაცია სერვერსა და პოკეტს შორის; 

 

გად. სერვისი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ველებს: 

---სერვისის მისამართი-WEB სერვისის მისამართი, რომლის საშუალებითაც ხდება საბუთების გატარება ბუღალტერიაში (შემოსავალი, რეალიზაცია, დაბრუნება); 

---მომხმარებლის სახელი-იწერება "იუზერის" სახელი; 

---პაროლი-"იუზერის" პაროლი სისტემაში; 

---ქსელის გადამისამართება-თუ ღილაკს ჩავრთავთ ეცდება გადაამისამართოს ქსელური პაკეტები არჩეულ ქსელურ ადაპტერში. გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში. 

 

განახლება-ჩანართს აქვს ორი ველი: 

---მომხმარებლის სახელი-ველში იწერება შპს "აპექსის" მიერ სისტემის განახლებისათვის მიცემული მომხმარებლის სახელი; 

---პაროლი-ველში იწერება შპს "აპექსის" მიერ სისტემის განახლებისათვის მიცემული პაროლი. 

  • მონაცემების სინქრონიზაცია-ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ მოხდება პოკეტში მონაცემების სინქრონიზაცია ბაზასთან. სინქრონიზაციის განხორციელება შედეგიანია ცენტრალურ ბაზაში ცვლილებების შეტანიდან გარკვეული დროის (მაგ: 10 წუთის) შემდეგ;
  • მონაცემების რეინიციალიზაცია-აუქმებს ლოკალურ მონაცემებს და მოაქვს ახალი მონაცემები ბაზიდან;
  • გასუფთავება-ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ იშლება ყველა მონაცემი ლოკალურ ბაზაში;
  • განახლება-ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეცდება პროგრამის განახლებას იმ "იუზერითა" და პაროლით, რომელიც მიცემულია შპს "აპექსის" მიერ ინტერნეტიდან განახლებისათვის.
 

გასვლა-პროგრამიდან გასვლისათვის დააჭირეთ გარე მენიუს ბრძანებას "გასვლა".

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!