პერსონალის დავალიანება-არის კადრების მოდულის შემადგენლობაში შემავალი ბრძანება. იგი გვაწვდის ინფორმაციას თანამშრომლებზე დარიცხული დაზღვევის დავალიანების (პირადი და კომპანიის ხარჯზე) შესახებ. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "პერსონალის დავალიანება":
ფორმას თან ახლავს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:
- დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის პერსონალის სია;
- თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობაზე მომუშავე პერსონალის სია;
- ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალის პერსონალის სია;
ჩანართებში გამოდის
კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს ორი ბრძანება:
გაშლა, შეკუმშვა.
ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია საანკეტო მონაცემები და შემდეგი ბრძანებები:
ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
- განახლება (კომბინირებული ღილაკი);
- ბეჭდვა;
- დეტალური გაშიფვრა-ფორმაში შესვლისას მის ქვედა ნაწილში მოცემულია ცხრილი, რომელშიც გამოტანილია დაზღვევის დავალიანების საწყისი და მიმდინარე ნაშთები იმ კონკრეტული თანამშრომლისათვის, რომელიც გააქტიურებულია ცხრილის ზედა ნაწილში. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე დარჩება მხოლოდ ცხრილის ზედა ნაწილი, სადაც მოცემულია დაზღვეული თანამშრომლების სია;
- გასვლა.
ფორმის ზედა ნაწილში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება ინფორმაცია პიროვნებაზე.