Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მომხმარებლების შაბლონები

მომხმარებლების შაბლონები-ბრძანება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს ჩართული აქვს ინვერსიული უფლებები, რომელიც მოიცავს "გატარებული საბუთების ნახვის შეზღუდვას". მისი დანიშნულებაა "გატარებულ საბუთებში" მომხმარებლისათვის წვდომის მინიჭება რათა ნახოს გატარებები კონკრეტული ანალიზური ანგარიშის მიხედვით (მაგ: მომხმარებელს ჩართული აქვს ინვერსიული უფლება და წვდომა აქვს საქონლის შიდა გადაადგილების ოპერაციაზე. იმისათვის რომ მომხმარებელმა შესძლოს მის მიერ გატარებული საბუთის ნახვა "მომხმარებლის შაბლონებში" ოპერაციის ტიპის მიხედვით უნდა მივუთითოთ დებეტის და კრედიტის გრაფაში ანალიზური ანგარიშები. იმის გათვალისწინებით თუ, რომელ საწყობს განკარგავს მომხმარებელი). 

ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა: 

 

ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან, მარცხენა ნაწილში გამოტანილია მომხმარებელთა ჩამონათვალი, ხოლო მარჯვენა ნაწილი განკუთვნილია მომხმარებლის შაბლონებისათვის. 

ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:

  • ფანჯარაში შაბლონის შევსება ხდება შემდეგი პრინციპით:
    • ოპერაცია-გრაფაში ვირჩევთ ოპერაციის კოდს, რომელ ოპერაციაზეც ვადგენთ შაბლონს;
    • დებეტი-გრაფაში ვირჩევთ ანალიზურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს გატარებული საბუთი;
    • კრედიტი-გრაფაში ვირჩევთ ანალიზურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს გატარებული საბუთი.
      • ერთი ოპერაციისათვის იქმნება ორი შაბლონი, თუ მომხმარებელს ვანიჭებთ უფლებას ნახოს გატარებული საბუთები როგორც დებეტის, ასევე კრედიტის ანგარიშის მიხედვით.
 

ფორმის მარჯვენა ნაწილში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია ასევე კონტექსტური მენიუს დახმარებით. 

 

იხილეთ ასევე: 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!