CashFlow-ს პარამეტრები-ფორმიდან შესაძლებელია CashFlow-ს პარამეტრების მითითება, რომლის საფუძველზეც ხდება ანალიზური ანგარიშების გათვალისწინებით ფულადი ნაკადების ანგარიშგების დამუშავება დინამიურ ფორმაში (მომხმარებლის მოთხოვნით ანალიზური ფორმა სისტემაში) პირდაპირი მეთოდით. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა CashFlow-ს პარამეტრები:
ფორმა შედგება სამი ნაწილისაგან, მარხენა ზედა ნაწილი მოიცავს სტანდარტულ CashFlow-ს ფორმულას პირდაპირი მეთოდით:
1. ფულადი სახსრების მოძრაობა საოპერაციო საქმიანობიდან;
2. ფულადი სახსრების მოძრაობა საინვესტიციო საქმიანობიდან;
3. ფულადი სახსრების მოძრაობა საფინანსო საქმიანობიდან.
თითოეულ პუნქტში ჩაშლა ხდება სტანდარტული ფორმულის მიხედვით, სამივე ფორმაში მოქმედებს ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებული ბრძანებები, იმის მიხედვით, თუ რომელ ნაწილში ვიმყოფებით:
ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
-დასახელება-გრაფაში ვუთითებთ დასახელებას CashFlow-ს ფორმულის მიხედვით;
-დასახელება (Eng);
-პუნქტი-იწერება ზედა იერარქიული დონის განმსაზრვრელი ციფრი.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები შენახვა და გასვლა.
ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
-დსახელება-გრაფაში ავტომატურად ამოდის ზემდგომი ჩანაწერის დასახელება;
-დასახელება-გრაფაში ვუთითებთ დასახელებას CashFlow-ს ფორმულის მიხედვით;
-დასახელება (Eng);
-პუნქტი-იწერება ქვედა იერარქიული დონის განმსაზრვრელი ციფრი.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები შენახვა და გასვლა.
შაბლონები ფორმის მარჯვენა ნაწილი განკუთვნილია CashFlow-ში დებეტური და კრედიტული ბრუნვის ასასახად.
-შაბლონი-გრაფაში ეთითება ანალიზური ანგარიში, რომლის ბრუნვაც უნდა აისახოს CashFlow-ში;
-დებეტის ბრუნვა ჩამრთველი ღილაკი-ჩართვის შემთხვევაში CashFlow-ში აისახება დებეტური ბრუნვა, რომელიც დაკავშირებულია ფორმის მარცხენა ქვედა ნაწილში შაბლონებში მითითებულ ანგარიშებთან (ფულის გასვლა ან შემოსვლა საწარმოში);
-კრედიტის ბრუნვა ჩამრთველი ღილაკი-ჩართვის შემთხვევაში CashFlow-ში აისახება კრედიტული ბრუნვა, რომელიც დაკავშირებულია ფორმის მარცხენა ქვედა ნაწილში შაბლონებში მითითებულ ანგარიშებთან (ფულის გასვლა ან შემოსვლა საწარმოში);
-შენიშვნა.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები შენახვა და გასვლა.
შაბლონები ფორმის მარცხენა ქვედა ნაწილი განკუთვნილია იმ ანალიზური ანგარიშების მისათითებლად, რომელიც ჯამდება CashFlow-ს ფორმულაში ფული პერიოდის დასაწყისისა და პერიოდის ბოლოსათვის.
-შაბლონი-გრაფაში ვუთითებ იმ ანალიზურ ანგარიშს რომლითაც განისაზღვრება CashFlow-ს ფორმულაში ფულის ნაშთი, როგორც პერიოდის დასაწყისში ასევე პერიოდის ბოლოს (მაგ: 1110 და ა.შ.).
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები შენახვა და გასვლა.
იხილეთ ასევე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|