ოპერაციის პარამეტრები-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ოპერაციის პარამეტრები":
ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია ოპერაციის კოდით.
ოპერაციის პარამეტრების ფანჯარაში გვაქვს ოთხი სვეტი: ოპერაციის კოდი, დასახელება, ელ. ზედნადები, ელ. ფაქტურა, სპეც. ფაქტურა. ოპერციას შეგვიძლია ჩავურთოთ ერთი, ორივე ან სამივე სტატუსი, რის შედეგადაც იგი გამოჩნდება rs.ge სერვისებში. თითოეულ შაბლონს უკავშირდება შესაბამისი წინასწარ პროგრამულად შექმნილი ფორმები. ფორმის იდენთიფიკატორი განსაზღვრავს მის მოდელს, თუ რამდენ გატარებას შეიცავს ოპერაცია და რა შინაარსისაა იგი.
- ელ. ზედნადების, ელ. ფაქტურის და სპეც. ფაქტურის სვეტებში განთავსებულია ღილაკი ჩამრთველები.
- ელ. ზედნადების სვეტში ოპერაციისათვის ღილაკის ჩართვის შემდეგ ამ ოპერაციით შექმნილი საბუთი გამოჩნდება rs.ge სერვისებში ელექტრონული ზედნადებების ფორმაში, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის სერვერზე.
- ელ. ფაქტურის სვეტში ოპერაციისათვის ღილაკის ჩართვის შემდეგ ამ ოპერაციით შექმნილი საბუთი გამოჩნდება rs.ge სერვისებში ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების ფორმაში, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის სერვერზე.
- სპეც. ფაქტურის სვეტში ოპერაციისათვის ღილაკის ჩართვის შემდეგ ამ ოპერაციით შექმნილი საბუთი გამოჩნდება rs.ge სერვისებში ნავთობპროდუქტის სპეცაილური ანგარიშ-ფაქტურების ფორმაში, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის სერვერზე.
- ღილაკების ჩართვა-გამორთვა შესაძლებელია ღილაკზე მაუსის დაჭერით ან Space-კლავიშის გამოყენებით (თუ ვიმყოფებით რედაქტირებად (ღილაკების) სვეტში), მენიუს ბრძანების "რედაქტირება" საშუალებით.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
განახლება;
მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
რედაქტირება;
გასვლა.
ფორმაში „ოპერაციის შაბლონები“ და "ოპერაციის პარამეტრები" მოქმედებები სრულდება კონტექსტური მენიუს დახმარებითაც.
იხილეთ ასევე:
ცხრილი (Grid).