Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 

რეგისტრირებული საქონელი არის ცნობარების მენიუს ბრძანება (კომბინირებული ღილაკი), რომელიც შედის ჯგუფში „საქონელი“ (ცნობარები => რეგისტრირებული საქონელი). მისი დანიშნულებაა სისტემის ცნობარებში რეგისტრირებულ საქონლის დასახელებათა და შტრიხკოდების (ერთი საქონლისათვის რამდენიმე შტრიხკოდი) შეყვანა, იმისათვის, რომ შემდგომში იგი გამოყენებული იყოს სხვა ცხრილებში.


ბრძანების ზედა (მონიშნულ) ნაწილზე დაჭერის შემდეგ, გამოდის ფორმა „რეგისტრირებული საქონელი“:

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:

ფორმაში მოქმედებათა შესასრულებლად გამოიყენება მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

საქონელი არის ცნობარების მენიუს ბრძანება (კომბინირებული ღილაკი), რომელიც შედის ჯგუფში „საქონელი“ (ცნობარები => საქონელი):

მისი დანიშნულებაა სისტემის ცნობარებში საქონლის დასახელებათა, შეფუთვის ტიპებისა და ზომის ერთეულების შეყვანა.

  1. ბრძანების ზედა ნაწილზე-დაჭერის შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა „საქონელი“. ფორმის დანიშნულებაა "საქონლის ცნობარის" შექმნა, საქონლის მახასიათებლების გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება საქონლის რეგისტრაციის დროს. ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "საქონელი", ხოლო განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმაში არსებული საქონლის ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის სისტემაში წარმოდგენილი. მენიუში სტანდარტული ბრძანებების გარდა განლაგებულია კატეგორიისა და ნომენკლატურის მიხედვით გასაფილტრი სვეტები, რომელიც თავის მხრივ ამარტივებს სასურველ საქონელზე ინფორმაციის მოძიებას დროის მცირედი დანაკარგებით. საქონლის დამატება... დაწვრილებით 
კატეგორიები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „საქონელი“ (ცნობარები => კატეგორიები). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "კატეგორიები". მისი დანიშნულებაა "საქონლის კატეგორიების" ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება საქონლის რეგისტრაციის დროს. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა სისტემაში არსებული "კატეგორიების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის წარმოდგენილი. საქონლის კატეგორიის რედაქტირება შეგვიძლია საქონლის რეგისტრაციის დროს კატეგორიის სვეტში განთავსებული ("...") ღილაკის გამოყენებით, შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა "რედაქტირება (საქონელი)", რომლებიც რედაქტირების ფანჯრის იდენტურია.
ფორმაში მოქმედებათა შესასრულებლად გამოიყენება მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
ფანჯარას აქვს შემდეგი... დაწვრილებით 
ტიპები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „საქონელი“ (ცნობარები => ტიპები). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ტიპები". მისი დანიშნულებაა "საქონლის ტიპის" ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება საქონლის რეგისტრაციის დროს. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა სისტემაში არსებული "ტიპების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის წარმოდგენილი. საქონლის ტიპი ასევე შეგვიძლია დავამატოთ, საქონლის რეგისტრაციის დროს "საქონლის ტიპის" სვეტის გასწვრივ განთავსებული დამატების ("+") ღილაკით, რომელიც "დამატება (საქონლის ტიპი)" ფანჯრის იდენტურია.
ფორმაში მოქმედებათა შესასრულებლად გამოიყენება მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
ფანჯარას აქვს სტანდარტული... დაწვრილებით 

ნომენკლატურა არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „საქონელი“ (ცნობარები => ნომენკლატურა). ჯგუფის ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის შესაბამისი დასახელების ფორმა. მისი დანიშნულებაა "სასაქონლო ნომენკლატურის" ცნობარის შექმნა, სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემის მიხედვით, რომელიც მიღებულია „საქონლის აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად. ფორმა გამოიყენება საქონლის რეგისტრაციის დროს. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა სისტემაში არსებული "სასაქონლო ნომენკლატურის" ჩამონათვალი, რომელიც ცხლის სახით არის წარმოდგენილი. "სასაქონლო ნომენკლატურა" შეგვიძლია დავარედაქტიროთ, საქონლის რეგისტრაციის დროს "ნომენკლატურის" სვეტში განთავსებული რედაქტირების ("...") ღილაკის გამოყენებით, შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა "რედაქტირება (საქონელი)", საიდანაც შესაძლებელია "ნომენკლატურის" დამატება ("+") ღილაკით, რომელიც "დამატება (სასაქონლო ნომენკლატურა)" ფანჯრის იდენტურია.
ფორმაში... დაწვრილებით 

მწარმოებლები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „საქონელი“ (ცნობარები => მწარმოებლები). მისი დანიშნუილებაა სისტემის ცნობარებში მწარმოებლების დასახელებათა შეტანა, რომელიც შემდგომში გამოიყენება სხვა ცხრილებში.

ბრძანების ზედა (მონიშნულ) ნაწილზე დაჭერის შემდეგ, გამოდის ფორმა მწარმოებლები, ხოლო ქვედა ნაწილი კი განკუთვნილია "ბრენდების" ცნობარის შესაქმნელად.

  1. "მწარმოებლები"- მოგეხსენებათ "მწარმოებელი" არის პროდუქციის დამამზადებელი, რომელიც საკუთარ თავს წარმოადგენს სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით. ბრძანებით შესაძლებელია საქონლის მწარმოებლების ცნობარის შექმნა, რათა შემდგომში შევძლოთ მწარმოებლის მიხედვით ინფორმაციის მიღება (მაგ: შესყიდვები, წარმოება, რეალიზაცია და ა.შ).
ბრძანების ზედა ნაწილზე-დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "მწარმოებლები", მისი დანიშნულებაა "მწარმოებლის ცნობარის" შექმნა,... დაწვრილებით 
რეცეპტები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „საქონელი“ (ცნობარები => რეცეპტები). მისი დანიშნულებაა:
  • სისტემის ცნობარებში მზა პროდუქციის რეცეპტის შექმნა;
  • საქონლის დაშლა შემადგენელ კომპონენტებად;
  • წარმოების სახარჯი მასალების გადანაწილება წარმოებულ მზა პროდუქტზე;
  • წარმოების პროცესისათვის თნმდევი იმ ხარჯების გადანაწილება მზა პროდუქციაზე, რომლის უშუალოდ მიკუთვნება თვითღირებულებაზე არ ხდება;
  • პაკეტური საქონელის საშუალებით შესაძლებელია რამოდენიმე საქონლის გაერთიანება და რეალიზაცია მხოლოდ აპექსის-სალაროს საშუალებით;
  • მზა პროდუქციის რეპორტი.
ბრძანების ღილაკი წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს:


1. საქონლის წარმოების რეცეპტი: ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოდის ფორმა-„რეცეპტები და შტრიხკოდები“. ფორმა გამოიყენება წარმოების პროცესისათვის. ფორმიდან იქმნება რეცეპტი მზა პროდუქციის მისაღებად, შესაბამისად კომპონენტებს, რომელსაც დავამატებთ "საქონლის... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.