სათაური |
აღწერა |
მოლარე ოპერატორები არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => მოლარე ოპერატორები). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამისათვის* მოლარე ოპერატორების (მომხმარებლები) რეგისტრაცია. სისტემაში დარეგისტრირებულ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ოპერაციები განახორციელოს პროგრამაში "აპექს-სალარო". ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "საცალო რეალიზაციის მომხმარებლები": ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით: ფანჯარას აქვს ტექსტური გრაფები: -იდენტიფიკატორი-სისტემა ანიჭებს ავტომატურად შენახვის შემდეგ; -სახელი-ველში შეგვაქვს მოლარე-ოპერატორის (მომხმარებელი) სახელი და გვარი; -პოზიცია-გრაფაში ივსება მომხმარებლის პოზიციის მიხედვით (მოლარე, უფროსი მოლარე და ა. შ.); -პაროლი... დაწვრილებით | |
უფლებების შაბლონი არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => უფლებების შაბლონი). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამაში* მომუშავე პერსონალისათვის (მომხმარებლები) შაბლონების შექმნა. შაბლონით ხდება პროგრამაში "აპექს-სალარო" მომხმარებლის უფლებების განსაზღვრა, ხოლო წინასწრ შექმნილი შაბლონის მიბმა ხორციელდება "აპექს ERP"-ის სისტემაში, სალაროების მართვის მოდულის საშუალებით, მომხმარებლის დამატების დროს . ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მომხმარებლის უფლებები": ფორმას აქვს ორი ჩანართი: ინტერფეისი და წვდომა. ფორმის ქვედა ნაწილში განთავსებულია პანელი, რომელიც შეიცავს ორ ელემენტს:
| |
ფიქსირებული ფასდათმობის % არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => ფიქსირებული ფასდათმობის %). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამაში* მომუშავე პერსონალისათვის "ფიქსირებული ფასდათმობის %" (მომხმარებლები) შაბლონების შექმნა. ფორმაში არსებული შაბლონები მოქმედებს მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომელთაც "აპექს ERP"-ის სისტემის მოდულში "სალაროების მართვა" =>"უფლებების შანბლონი" ჩართული აქვთ "ფასდათმობის წარმოება". ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "ფიქსირებული ფასდათმობის %": ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
გრაფაში "ფასდათმობის %" ფასდათმობა იწერება ათწილადებში. ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა. | |
გადახდის საშუალებები არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => გადახდის საშუალებები). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამაში* ანგარიშსწორების ტიპების შეყვანა. ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "გადახდის საშუალებები": ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
გრაფაში "გადახდის საშუალება" იწერება ანგარიშსწორების ტიპი (მაგ, უნაღდო, ბარათით და ა. შ.). ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
* შენიშვნა: ცხრილში პირველი სტრიქონი არ იშლება. იხილეთ აგრეთვე: ცხრილი (Grid) | |
Z–ანგარიშგების კონტროლი არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => Z–ანგარიშგების კონტროლი). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამაში* შესრულებული Z–ანგარიშგების კონტროლი. როდესაც არჩეულ დროის შუალედში ყველა დღე ჩახურულია, მაშინ ამ ფორმის ჯამური მონაცემი ემთხვევა ფორმაში "Z-ანგარიშგების ანალიზი" სვეტის "სულ (Sum)" ჯამურ მაჩვენებელს (Grand Total). თუ რომელიმე დღის ჩახურვა არ მომხდარა, მაშინ ამ ფორმების ჯამურ მაჩვენებლებს შორის იქნება განსხვავება. ამ ორი ფორმის მაჩვენებელთა შედარების შედეგად შესაძლებელია შეცდომის (ჩაუხურავი) დღის გამოვლენა. ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "Z–ანგარიშგების კონტროლი": ფორმას აქვს თარიღის შუალედის ელემენტი და სტანდარტული ბრძანებები: განახლება, ბეჭდვა, გასვლა. ანგარიშგების ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან: -... დაწვრილებით | |
ჩეკები არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => ჩეკები). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამაში* შესრულებული ოპერაციების (საქონლის რეალიზაცია, საქონლის დაბრუნება და ა.შ.) შესახებ გაშიფრული ინფორმაციის მიღება. ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "საცალო რეალიზაციის ჩეკები": ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია გრაფები და ბრძანებები:
ჩამონათვალში ოპერაციის არჩევა ხდება მაუსით ან... დაწვრილებით | |
საცალო რეალიზაცია არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => საცალო რეალიზაცია). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამაში* შესრულებული ოპერაციების (საქონლის რეალიზაცია, საქონლის დაბრუნება და ა.შ.) შესახებ გაშიფრული ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილების სახით. ბრძანება წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს:
| |
წითელი ნაშთები არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => წითელი ნაშთები). მისი დანიშნულებაა ანალიზური ფორმით მოგვაწოდოს იმ საქონლის ჩამონათვალი და სავარაუდო ნაშთები, რომლებიც გაიყიდა საწყობში არსებულ ნაშთზე მეტი რაოდენობით და გამოიწვია "უარყოფითი" (წითელი) ნაშთები. ბრძანება წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს:
იხილეთ აგრეთვე: Pivot table, Grid. |