Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მოლარე ოპერატორები

მოლარე ოპერატორები არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => მოლარე ოპერატორები). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამისათვის* მოლარე ოპერატორების (მომხმარებლები) რეგისტრაცია. სისტემაში დარეგისტრირებულ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ოპერაციები განახორციელოს პროგრამაში "აპექს-სალარო". 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "საცალო რეალიზაციის მომხმარებლები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:

  • განახლება;
  • დამატება-დამატების დროს ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "მომხმარებელი (დამატება)":
 

ფანჯარას აქვს ტექსტური გრაფები: 

-იდენტიფიკატორი-სისტემა ანიჭებს ავტომატურად შენახვის შემდეგ; 

-სახელი-ველში შეგვაქვს მოლარე-ოპერატორის (მომხმარებელი) სახელი და გვარი; 

-პოზიცია-გრაფაში ივსება მომხმარებლის პოზიციის მიხედვით (მოლარე, უფროსი მოლარე და ა. შ.); 

-პაროლი-სალაროს პროგრამაში შესასვლელი პაროლი; 

-სტატუსი-აქ იწერება რიცხვი (შაბლონის ნომერი), რომლისათვისაც უფლებების შაბლონში იქმნება ახალი შაბლონი (თუ უკვე შექმნილი არ არის). სტატუსით განისაზღვრება, თუ რა უფლებებით ისარგებლებს მომხმარებელი სალაროს პროგრამაში;

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!