Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
უფლებების შაბლონი

უფლებების შაბლონი არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => უფლებების შაბლონი). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამაში* მომუშავე პერსონალისათვის (მომხმარებლები) შაბლონების შექმნა. შაბლონით ხდება პროგრამაში "აპექს-სალარო" მომხმარებლის უფლებების განსაზღვრა, ხოლო წინასწრ შექმნილი შაბლონის მიბმა ხორციელდება "აპექს ERP"-ის სისტემაში, სალაროების მართვის მოდულის საშუალებით, მომხმარებლის დამატების დროს . 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მომხმარებლის უფლებები": 

 

ფორმას აქვს ორი ჩანართი: ინტერფეისი და წვდომა

ფორმის ქვედა ნაწილში განთავსებულია პანელი, რომელიც შეიცავს ორ ელემენტს:

  • შაბლონი: მიმდინარე №-მას აქვს ჩამოსაშლელი ისარი საიდანაც შეიძლება შაბლონის არჩევა;
  • ტიპი-ფორმაში შესვლისას იგი აქტიური არაა, აქტიურდება დამატებისა და რედაქტირების რეჟიმში, საიდანაც შეიძლება მომხმარებლის პოზიციის არჩევა კონკრეტული ნომრის შაბლონისათვის (მაგ შაბლონი №1-სათვის ავირჩიოთ პოზიცია "მოლარე")
ჩანართში "ინტერფეისი" მოცემულია მოქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც იწვევენ სალაროს პროგრამის ინტერფეისის ელემენტების გამოჩენას ან დამალვას. თითოეული ელემენტის წინ განთავსებულია ღილაკი-ჩამრთველი,ღილაკის ჩართვა იწვევს ღილაკის გასწვრივ არსებული მოქმედების შესრულებას (მაგ, საქონლის ერთეულის ფასის სვეტის გათიშვას (დამალვას)). თუ ღილაკი არ არის ჩართული, მაშინ ინტერფეისის შესაბამისი ელემენტი სალაროს პროგრამაში ჩანს. 

ჩანართში "წვდომა" მოცემულია მენიუს ბრძანებებისა და ქვემენიუს ბრძანებათა ჩამონათვალი. თითოეულ ბრძანებას წინ აქვს ღილაკი-ჩამრთველი. ღილაკის ჩართვით კონკრეტულ მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში ამ ბრძანების გამოყენებით შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები (მაგ, საქონლის დაბრუნება, ჩეკის გადადება, ჩეკების ბეჭდვა არქივიდან და ა. შ.): 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:

  • განახლება;
  • დამატება-ბრძანების გამოყენების შედეგად ორივე ჩანართი ხდება აქტიური და შესაძლებლობა გვაქვს ჩავრთოთ სასურველი ღიალკები და დამრგვალების ველში შევცვალოთ დამრგვალების წესი. ფორმის ქვედა ნაწილში განთავსებულ პანელზე ემატება ახალი შაბლონისათვის ნომრის მისანიჭებელი გრაფა-"ახალი №", აქტიურდება "ტიპის" გრაფა საიდანაც ვირჩევთ მომხმარებლის პოზიციას:
  • ასლი;
  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • შენახვა-მენიუში ბრძანება ჩნდება დამატების, კოპირების (ასლი) და რედაქტირების რეჟიმში არა აქტიური სახით, ჩანართებში ან ქვედა პანელზე საკმარისია ერთი ცვლილების განხორციელებაც და ბრძანება გააქტიურდება;
  • დაბრუნება-მენიუში ბრძანება ჩნდება დამატების, კოპირების (ასლი) და რედაქტირების რეჟიმში;
  • გასვლა.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!