Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
Z–ანგარიშგების კონტროლი

Z–ანგარიშგების კონტროლი არის მოდულის სალაროების მართვა ბრძანება (სალაროების მართვა => Z–ანგარიშგების კონტროლი). მისი დანიშნულებაა სალაროს პროგრამაში* შესრულებული Z–ანგარიშგების კონტროლი. როდესაც არჩეულ დროის შუალედში ყველა დღე ჩახურულია, მაშინ ამ ფორმის ჯამური მონაცემი ემთხვევა ფორმაში "Z-ანგარიშგების ანალიზი" სვეტის "სულ (Sum)" ჯამურ მაჩვენებელს (Grand Total). თუ რომელიმე დღის ჩახურვა არ მომხდარა, მაშინ ამ ფორმების ჯამურ მაჩვენებლებს შორის იქნება განსხვავება. ამ ორი ფორმის მაჩვენებელთა შედარების შედეგად შესაძლებელია შეცდომის (ჩაუხურავი) დღის გამოვლენა. 

ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "Z–ანგარიშგების კონტროლი": 

 

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ელემენტი და სტანდარტული ბრძანებები: განახლება, ბეჭდვა, გასვლა

ანგარიშგების ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან: 

-ზედა ნაწილში თითოეულ სტრიქონში არსებული ჩანაწერი გვიჩვენებს Z-ანგარიშის ჯამურ მაჩვენებელს, რომელიც შედგება ყველა სალაროს Z-ანგარიშების ჯამური მაჩვენებლებისაგან კონკრეტულ თარიღში. ფორმაში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანებები:

  • Z-ანგარიშის გაშიფვრა სალაროების მიხედვით-მისი გამოყენების შემდეგ ფორმის ქვედა ნაწილში გამოჩნდება ჩანაწერის გაშიფვრა სალაროების მიხედვით;
  • საოპერაციო დღის Z-ანგარიშის ბეჭდვა;
-ქვედა ნაწილში მოცემულია ცხრილის ზედა ნაწილში მონიშნული სტრიქონის ჯამური მაჩვენებლების გაშიფვრა სალაროების მიხედვით. ქვედა ნაწილში ჩანაწერები გამოჩნდება ცხრილის ზედა ნაწილის სტრიქონზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე ორჯერ დაჭერით ან კონტექსტური მენიუს დახმარებით. 

აღნიშნული მოქმედებების შესრულების შედეგად, ეკრანზე გამოვა "Z-ანგარიშის ბეჭდვა": 

 

ფორმიდან შესაძლებელია ამორჩეული სალაროს Z-ანგარიშების, როგორც კრებსითი ფორმით დაბეჭდვა ისე ცალ-ცალკე ამობეჭდვა. ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: ბეჭდვა, გასვლა

ფორმის ორივე ნაწილში სვეტების სათაურებთან მაუსის მიახლოებისას გამოდის სვეტის სრული დასახელება: 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid). 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!