სათაური |
აღწერა |
| |
საქონლის შეზღუდვები არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება (დისტრიბუცია => საქონლის შეზღუდვები), მისი დანიშნულებაა პრესელერებისათვის საქონლზე შეზღუდვების დაწესება. კერძოდ, როდესაც პრესელერს გარკვეულ შეზღუდვას ვუწესებთ საქონელთან მიმართებაში, მას წვდომა არ ექნება აღნიშნული საქონელზე რაიმე ოპერაციის განხორციელების. ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „საქონლის შეზღუდვები“: ფორმას თან ახლავს ჩანართი "შემკვეთები". ჩანართი წარმოადგენს Grid-ს. ჩანართს აქვს პრესელერის ასარჩევი გრაფა, პრესელერის არჩევის შემდეგ ცხრილში გამოჩნდება ყველა ის მომხმარებელი, რომელიც დაკავშირებულია არჩეულ პრესელერთან. ცხრილში პრესელერს აქვს გაფართოების- და შეკუმშვი- ღილაკები. ჩანართში პრესელერის არჩევის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელზედაც პრესელერს აქვს შეზღუდვები. ფორმას აქვს მენიუს... დაწვრილებით | |
მწარმოებლის ჯგუფები არის დისტრიბუციის მოდულის ბრძანება (დისტრიბუცია => პარამეტრები => მწარმოებლის ჯგუფები), რომლის დანიშნულებაა მწარმოებელთა ჯგუფების შექმნა-მათი გაერთიანება წინასწარ შექმნილ ჯგუფებში, რომელიც გამოიყენება დინამიურ ფორმაში მწარმოებლების მიხედვით ანალიზისათვის. ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მწარმოებლის ჯგუფები" ფორმას აქვს ჩანართი "ჯგუფები". ჩანართში ხდება ჯგუფების დამატება, რედაქტირება და წაშლა. ამისათვის გამოიყენება კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს ჩამოთვლილი ბრძანებები:
გრაფაში "დასახელება" შეგვაქვს ჯგუფის დასახელება ("დასახელება (ENG)" ველში დასახელება ინგლისურად) შემდეგ ვიყენებთ ბრძანებას "შენახვა". შედეგად ჯგუფი დაემატება ჩანართში. ფანჯრის მენიუში განთავსებულია აგრეთვე... დაწვრილებით | |
სასაქონლო ინვენტარი არის დისტრიბუციის მოდულის ბრძანება (დისტრიბუცია => ფასდაკლების ჯგუფები => სასაქონლო ინვენტარი) რომლის დანიშნულებაა გამყიდველის მიერ მყიდველისათვის სარგებლობაში გადაცემულ ინვენტარზე (მაგ, მაცივარი) ამ მყიდველზე რეალიზებული საქონლის მიბმა, რათა შემდგომ ანალიზურ ფორმებში გაანალიზდეს, რამდენად მიზანშეწონილია მყიდველთან ინვენტარის დატოვება. ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "სასაქონლო ინვენტარი": ფორმას აქვს ჩანართი, სადაც მოცემულია ინვენტარის ცნობარი. ჩანართში მონაცემები გადმოდის ფიქსირებული აქტივების ცნობარიდან. ჩანართის ცხრილში მოცემული თითოეული ინვენტარისათვის ფორმაში "სასაქონლო ინვენტარი" იქმნება იმ საქონლის ცნობარი, რომელიც განთავსებული იქნება ინვენტარში. ინვენტარში განსათავსებელი საქონლის დასამატებლად იყენებენ ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულ ბრძანებებს: | |
მწარმოებლები ნაშთებით არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება (დისტრიბუცია => მწარმოებლები ნაშთებით), მისი დანიშნულებაა პრესელერებისათვის კონკრეტული მწარმოებლების მიერ წარმოებულ საქონლზე შეზღუდვების დაწესება. კერძოდ, შეზღუდვა დაწესებული საქონელი არ გამოუჩნდება პრესელერს. ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „მწარმოებლის ნაშთების შეზღუდვები“: ფორმას თან ახლავს ჩანართი "პრესელერები". ჩანართი წარმოადგენს Grid-ს. ჩანართს აქვს პრესელერის ასარჩევი გრაფა, პრესელერის არჩევის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება ყველა ის მწარმოებლები, რომელთა წარმოებულ საქონელსაც ჰყიდის კომპანია პრესელერის დახმარებით. ფორმას აქვს სვეტი "ხედავს ნაშთს", თუ ამ სვეტში კონკრეტული მწარმოებლისათვის ჩავრთავთ ღილაკს, მაშინ ამ მწარმოებლის მიერ წარმოებულ საქონელს პრესელერი ვერ "დაინახავს" და შესაბამისად... დაწვრილებით |